მსოფლიოსაზოგადოება

ვინ არის პუტინის საიდუმლო საყვარელი მილიონიანი ქონებით?

Pandora Papers-ის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საყვარელს $100 მილიონის ქონება აქვს დამალული, მათ შორის, უზარმაზარი ბინები და იახტა.

46 წლის სვეტლანა კრივონოგიხი რომანტიკულ კავშირში იყო რუსეთის ლიდერთან ჯერ კიდევ მაშინ, რადგან ის პეტერბურგის მერის მოადგილე იყო.

Pandora Papers-ი ცხადყოფს, რომ მონაკოს $4 მილიონიანი ბინა ოფშორულმა კომპანიამ 2003 წლის შემოდგომაზე შეიძინა სვეტლანა კრივონოგიხისათვის.

მაღაზიის ყოფილმა დამლაგებელმა სანკტ-პეტერბურგიდან, ახლახან გააჩინა გოგონა, რომლის მამაც ოფიციალური ჩანაწერებით არ არის ცნობილი.

ონლაინ საგამოძიებო საინფორმაციო ორგანიზაცია Proekt იტყობინება, რომ გოგონა პუტინის ქალიშვილია

businessformula.ge

ცნობისათვის, გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) წევრებმა „პანდორას დოსიე“ (Pandora Papers) გამოაქვეყნეს, რომელიც, მათი განცხადებით, ზოგი მსოფლიო ლიდერის ოფშორულ სქემებთან კავშირს ადასტურებს. დოსიეში ფიგურირებს მსოფლიოს ქვეყნების 35 მოქმედი და ყოფილი ლიდერი, ასევე, დაახლოებით 100 ქვეყნის 400 ოფიციალური პირი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close