იტალიაპოლიტიკა

იტალიაში ყველა დასაქმებული ვალდებულია, ე. წ. მწვანე პასპორტი ჰქონდეს

იტალიაში ყველა დასაქმებული ვალდებულია ე.წ. მწვანე პასპორტი იქონიოს, რომელიც ადასტურებს, რომ პირს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული ან პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს.

მთავრობის მიერ მიღებული ეს ზომა კერძო და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ 23 მილიონ ადამიანს შეეხება. კომპანიებს, რომლებიც მთავრობის მიღებულ წესს არ დაემორჩილებიანб ჯარიმის სახით 1000 ევროს გადახდა მოუწევთ.

მთავრობის მიერ მიღებულ ამ ზომას მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება, რომში დღეს საპროტესტო აქცია იგეგმებოდა, ტრიესტეში კი პროტესტის ნიშნად პორტი გადაკეტეს.

იტალიის მოსახლეობის 85 პროცენტს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული, 80%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close