იტალიასაზოგადოება

ტრაგიკული შემთხვევა იტალიაში: მოხუცი ქალი, რომელიც მომვლელს სახლიდან გაეპარა, ძაღლებმა დაგლიჯეს

ტრაგიკული შემთხვევა მოდენასთან ახლოს, სასუოლოში, მარკო პოლოს ქუჩაზე მოხდა გასულ სამშაბათს, საღამოხანს. 89 წლის ქალი კარლა გორზანელი, რომელიც მომვლელს გაეპარა, ამსტაფის ჯიშის ორმა ძაღლმა დაგლიჯა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

პირველადი რეკონსტრუქციის თანახმად, გზააბნეული მოხუცი თავის სახლთან ახლოს, რამდენიმე მეტრში მდებარე ერთ-ერთი ვილის ეზოში შევიდა, რომლის კარი ნახევრად ღია იყო. ეზოს ჭიშკართან ვილის მცხოვრები პატარა გოგონა დედას ელოდებოდა. მან მოხუც ქალს ჰკითხა, რა უნდოდა მათ ეზოში. ვარაუდობენ, რომ იმ მომენტში ვილის მეპატრონის ორმა ძაღლმა, ამერიკული სტაფორდშირის  ტერიერებმა (ამ ჯიშს ამსტაფსაც უწოდებენ), როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ მათი პატრონის გოგონას საფრთხე ემუქრებოდა და მისი დაცვის მიზნით მოხუცებულს თავს დაესხნენ. ძაღლებმა 89 წლის ქალი ბავშვის თვალწინ დაგლიჯეს.

ადგილზე მისულ კარაბინერებს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს მოხუცი გარდაცვლილი დახვდათ.

ვილასთან მალევე მოხუცი ქალის ვაჟიც მივიდა, რომელიც დედას ეძებდა. მისი თქმით, ქალს აზროვნების და მეხსიერების პრობლემები ჰქონდა, თუმცა სახლიდან არასდროს გასულა და არ შეუძლია თქვას, რა მოხდა ამ შემთხვევაში.

პასუხი კითხვაზე, თუ რა მოხდა რეალურად, შესაძლოა ვილის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებმა გასცეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close