კრიმინალი

გორში მოკლული თომას კენედის ცხედრის გადასასვენებლად ირლანდიაში მეგობრები თანხას აგროვებენ

28 წლის ბრიტანეთის მოქალაქე ტომას კენედი გორში 7 ოქტომბერს მოკლეს. საქმის მასალებით, კონფლიქტი ბარში დაიწყო, დაპირისპირებაში მონაწილე პირები მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ბრიტანეთის მოქალაქე გაძარცვეს, სასტიკად სცემეს და უგონო მდგომარეობაში მტკვარში გადააგდეს.  

მისი ცხედარი 9 ოქტომბერს მდინარე მტკვარში გორიდან 10 კმ-ში, სოფელ ქვახვრელში იპოვეს.

პოლიციამ ფაქტზე 5 პირი დააკავა, აქედან 4-ს დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ჩადენაში ედება ბრალი, ხოლო მეხუთე პირს – დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო.

ირლანდიაში ტომას კენედის გადასასვენებლად მეგობრები თანხას აგროვებენ. ერთ დღეში უკვე 45 000 ევრო შეგროვდა.

ამის შესახებ განცხადება ტომასის მეგობარმა, ოლივია გარეტმა გაავრცელა. მან ტომაისის მშობლების თანხმობით, სპეციალური გვერდი შექმნა:

„პარასკევს, 9 ოქტომბერს, ჩვენი ულამაზესი ტომი აღმოაჩინეს მდინარე მტკვარში, საქართველოში. ის სასტიკად და ტრაგიკულად დაიღუპა ხუთი ბოროტი ადამიანის ხელით. ჩვენ აბსოლუტურად განადგურებულნი ვართ, სიტყვები არ მყოფნის, ცხოვრება არასოდეს იქნება ასეთი კარგი – ჩვენი ლამაზი ნიჭიერი ბიჭის გარეშე“, – მიმართავს ოლივია თანამოქალაქეებს.

მისი ინფორმაციით, ტომასის ცხედრის სახლში დაბრუნება Covid19-ის შეზღუდვების გამო, რთულია:

„ამიტომ შექვმენით GoFundMe გვერდი სახსრების შესაგროვებლად, რათა ტომი რაც შეიძლება მალე მოიყვანონ სახლში. კევინ ბელის რეპატრიაციის ფონდის დახმარებით, ჩვენ მას მივიყვანთ მის საყვარელ სახლში, County Mayo-ში. ჩვენი მიზანია, დავაფინანსოთ ტომის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯები. ეს მოიცავს, ასევე, ტომის ოჯახის წევრების მგზავრობის ხარჯებს საქართველოში სისხლის სამართლის საქმის გასაცნობად“, – წერს ტომასის მეგობარი.

qartli.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close