პოლიტიკასაქართველო

ისრაელის ელჩის ქალიშვილი საქართველოს მოქალაქე გახდა

საქართველოში ისრაელის ელჩის, რან გიდორის ქალიშვილი ემილი საქართველოს მოქალაქე გახდა. ამის შესახებ დიპლომატი Facebook-ზე წერს.

„ჩემი პატარა ქალიშვილი უკვე საქართველოს მოქალაქეა!

დიდი მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჩემი შვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის.

მე წარმოუდგენლად ვამაყობ იმით, რომ ემილი, რომელიც შარშან თბილისში დაიბადა, ახლა როგორც ისრაელის, ისე საქართველოს მოქალაქეა, რაც ჩვენს ერებს შორის არსებულ ურყევ მეგობრობას და სიყვარულს გამოხატავს“, – წერს რან გიდორი.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close