fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 11-17 ოქტომბერი

11-იდან 17 ოქტომბრის ჩათვლით მზარდი მთვარეა. ამ დღეებში ხელსაყრელია სწავლის, თვითგანვითარების დაწყება, ტრენინგები, ანუ ის, რისგანაც სულიერ ზრდას და წინსვლას ელოდებით. მთვარის ზრდასთან ერთად თქვენი ნიჭი უფრო მეტად გამოვლინდება და სწავლა მომავალში გამოგადგებათ. ასევე, სასარგებლოა სპორტული ვარჯიშის დაწყება.

 

ვერძი

უახლოეს დღეებში თქვენი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას შეძლებთ. სასარგებლოა ინიციატივის გამოჩენა თქვენს საქმიანობაში. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნუ დაეჭვდებით – თქვენი ვარიანტი სწორი იქნება. ფინანსურ საკითხებში თავშეკავება გამოიჩინეთ: ხარჯები გამართლებული უნდა იყოს. პარასკევს ურთიერთობა ნუ გექნებათ უცნობ ადამიანებთან, შესაძლებელია მათი მხრიდან აგრესია წამოვიდეს. შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 13, 15.

არასასიკეთო დღე: 17.

 

კურო

მზად იყავით ფორსმაჟორული სიტუაციისთვის, რომელიც ოპერატიულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. მნიშვნელოვანია დროულად განსაზღვროთ პრიორიტეტები, გადაწყვიტოთ ნამდვილად გჭირდებათ ყურადღების გამახვილება ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, თუ უმჯობესია სხვა რამე გააკეთოთ. მანქანით მგზავრობა საფრთხის შემცველია, გზაზე შეიძლება გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდეს და შეფერხდეთ. ფრთხილად იმგზავრეთ, სიჩქარეს არ გადააჭარბოთ.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 11.

 

ტყუპი

ამ კვირაში ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ, თუ საკუთარ თავს ზედმეტად რთულ ამოცანებს არ დაუსახავთ. წვრილმანებს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. შეიძლება რაღაც არასწორად წარიმართოს, მაგრამ დაბრკოლებებს ადვილად გადალახავთ, ნებისმიერ კითხვას პასუხს აუცილებლად მოუძებნით. ვარსკვლავები გირჩევენ კვირის ბოლოს აქტიურად გააფართოოთ ნაცნობების წრე, უარი არ თქვათ მოწვევებზე დაესწარით მეგობრულ წვეულებებს. იქ შეგიძლიათ ახალ საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ.

სასიკეთო დღეები: 15, 16.

არასასიკეთო დღე: 12.

 

კირჩხიბი

სიფრთხილით მოეკიდეთ ფულის გამომუშავების ახალ შესაძლებლობებს – ზარალის საფრთხე არსებობს. ნუ დაიწყებთ ურთიერთობის გარკვევას მათთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია. მნიშვნელოვანია თავიდან აიცილოთ დაპირისპირება, განსაკუთრებით კვირის დასაწყისში. კარგი დროა მეგობრული კომუნიკაციისთვის. უფრო მეტად გაძლიერდება ის ურთიერთობები, როცა მეუღლეებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა.

სასიკეთო დღეები: 13, 16.

არასასიკეთო დღე: 12.

 

ლომი

შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება. ამ კვირაში რასაც დაგეგმავთ, შემდგომში ადვილი განსახორციელებელი იქნება, ნუ გადადებთ მათ დიდხანს. შეძლებთ მოიპოვოთ გავლენიანი პირების მხარდაჭერა. პარასკევს შეეცადეთ თავიდან აიცილოთ სარისკო სიტუაციები, მაგრამ, ამავე დროს, მნიშვნელოვანია დადოთ გარიგებები. კვირას შესაძლებელია ახალი პერსპექტიული ნაცნობობა.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 16.

 

ქალწული

კვირის პირველ დღეებში უფრო სასარგებლო იქნება დასვენება, ვიდრე სამუშაოზე კონცენტრირება, მაგრამ არის რაღაცები, რის გადადებაც შეუძლებელია. ამიტომ მათ დიდი პასუხისმგებლობით მიუდექით. შეეცადეთ ნაკლებად ისაუბროთ თქვენს საქმეებზე უცნობებთან. მცირე საშინაო პრობლემები გამორიცხული არ არის, თუმცა სამსახურში შესაძლებელია ხელფასის მომატება. კარგი პერიოდია საოჯახო საქმეების გასაკეთებლად, თქვენს ბინაში გარემოს გასაახლებლად და გასაუმჯობესებლად.

სასიკეთო დღეები: 13, 15.

არასასიკეთო დღე: 16.

 

სასწორი

ეს კვირა მცირე სამუშაოს და იმ საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ, რომლებიც მომავლისთვის გქონდათ გადადებული. ახლა კარგი დროა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაგეგმად. წარმატებული პერიოდია ახალი ნაცნობობისთვის. ამ კვირაში დაწყებული ურთიერთობები თქვენთვის კარგი იქნება. შესაძლებელია მნიშვნელოვანი საუბარი მეუღლესთან, რის შემდეგაც ურთიერთობა გაუმჯობესდება. შექმნილი გარემოებების გამო შესაძლოა სამომავლო გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

 

მორიელი

ამ კვირაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იყო მეგობრული, არ იჩხუბოთ სხვებთან წვრილმანების გამო და არ გქონდეთ ხანგრძლივი კამათი. იყავით დამთმობი, ეს მომგებიანია ურთიერთობებისთვის – ბევრ უსიამოვნო მომენტს თავიდან აგაცილებთ. შესაძლებელია ძველი კავშირების გამოყენება დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ – მათთვისაც სასარგებლო იქნება. შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ და ენერგია აღიდგინოთ.

სასიკეთო დღეები: 16, 17.

არასასიკეთო დღე: 13.

 

მშვილდოსანი

ბევრ მშვილდოსანს მოუწევს სხვა ადამიანების საქმეები საკუთარ თავზე აიღოს. ახლა შეიძლება დაეხმაროთ, მაგრამ უფლება არ უნდა მისცეთ, რომ მომავალშიც იგივე გაიმეორონ. პარასკევს რომელიმე ახლობელმა შეიძლება ურთიერთობის გარკვევა მოისურვოს, მაგრამ პროვოკაციებს ნუ აჰყვებით. შაბათ-კვირა კარგია სასიყვარულო ურთიერთობისთვის და რომანტიკული ნაცნობობისთვის. ამ კვირაში სავარაუდოა დაუგეგმავი ხარჯები.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 12.

 

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი ყურადღება მიაქციოთ არსებული ურთიერთობების შენარჩუნებას და ახალი საქმიანი პარტნიორების მოძებნას. შეიძლება პირველ რიგში გადმოინაცვლოს ფულთან და სამსახურებრივ რეპუტაციასთან დაკავშირებულმა საკითხებმა. დაგეხმარებიან ის ადამიანები, რომელთაგანაც მსგავს მხარდაჭერას არ ელოდით. დიდია ალბათობა, კონკურენტები თქვენი მოკავშირეები და, საბოლოოდ, მეგობრები გახდნენ.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 11.

 

მერწყული

ახლა ყველაფერზე გაცილებით მეტი ენერგიისა და დროის დახარჯვა მოგიწევთ, ვიდრე ელით. კარგი პერიოდია იმისთვის, რომ თანამოაზრეების გუნდში იმუშაოთ. საყვარელ ადამიანებთან, კოლეგებთან, ახლობლებთან ურთიერთობა ჰარმონიულად განვითარდება. ვარსკვლავები გირჩევენ იფიქროთ თქვენი იმიჯის შეცვლაზე, რაც დადებითად  იმოქმედებს როგორც სამუშაო ურთიერთობებზე, ისე პირად ცხოვრებაზე. კარგი კვირაა თქვენს საქმიანობასთან, კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად.

სასიკეთო დღეები: 15, 16.

არასასიკეთო დღე: 12.

 

თევზები

ეს კვირა საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა, მაგრამ შეეცადეთ  სწორად გაანაწილოთ  პრიორიტეტები და დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში შაბათ-კვირისთვის ძალა ისე გამოგეცლებათ, რომ გეგმების დავიწყება მოგიწევთ. მეგობრებს ან ოჯახის წევრებს ახლა  თქვენი რჩევა და დახმარება დასჭირდებათ. თუ ძვირდღირებული ნივთის შეძენას აპირებთ, ამისთვის შაბათ-კვირა სწორედ შესაფერისი დროა.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 13.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close