მოგზაურობამსოფლიო

დიდი ბრიტანეთი საქართველოს რამდენიმე საათში ე. წ. წითელი სიიდან ამოიღებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბრის დილის 4 საათიდან 47 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის, საქართველო კორონავირუსის ე.წ. წითელი სიიდან იქნება ამოღებული.

დიდ ბრიტანეთში შესვლაზე რეგულაციების შემსუბუქება იმ უცხოელებს შეეხებათ, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ავტორიზებული ვაქცინებით არიან აცრილები (ეს ვაქცინებია: AstraZenecaPfizerModerna და Janssen).

ამასთან, ვაქცინის სერტიფიკატი, რომლითაც დაადასტურებთ, რომ ვაქცინაციის სრული კურის გაქვთ გავლილი, ეროვნული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოს მიერ უნდა იყოს გაცემული ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენებზე და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

    • სახელი და გვარი;
    • დაბადების თარიღი;
    • ვაქცინის ბრენდი და მწარმოებელი;
    • ვაქცინის დოზების მიღების თარიღები;
    • ვაქცინაციის ქვეყანა ან ტერიტორია ან/და სერტიფიკატის გამცემი.

სხვა შემთხვევაში დიდ ბრიტანეთში შესვლის მსურველებს კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, ბრიტანეთში ჩასვლისას 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლა (საკუთარი ხარჯით) და მე-2 და მე-8 დღეს ტესტების ჩაბარება მოუწევთ.

დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასვლის მსურველი მოგზაურებისთვის წესებისა და შეზღუდვების გადახედვა ყოველ სამ კვირაში ერთხელ ხდება.
ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close