კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

ვინ არის საბედისწერო ბინის მფლობელი ზ. ბ., რომლის მითითებით განხორციელებულმა რემონტმაც 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს 3 მოქალაქე: პირველი სართულზე მდებარე ბინა N1-ის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ. ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს.

დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ. ს. და გ. ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

მედიამ გაარკვია, რომ დაკავებული ზ.ბ აზერბაიჯანის მოქალაქე, ზაურ ბუდაგოვია. ის რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს და ერთ-ერთ კაზინოში, მენეჯერად მუშაობს.

საჯარო რეესტრისთვის გაგზავნილი განცხადებიდან ირკვევა, რომ ის ბინა N1-სა და სარდაფს აერთიანებდა.  შესაბამისი განცხადება ბინის მესაკუთრემ საჯარო რეესტრში 4 ოქტომბერს შეიტანა, 8 ოქტომბერს კი რეესტრმა დოკუმენტაციის, კერძოდ კი აზომვითი ნახაზების არარსებობის გამო, მას რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

შეგახსენებთ, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო (მათ შორის, 3 ბავშვი – 7, 1,3 და 12 წლისები). კიდევ ერთი ქალი, 35 წლის ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა, 36 წლის მამაკაცი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close