fbpx
იტალიასაზოგადოება

რომში ანტივაქსერების აქციის წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

იტალიის პოლიციამ რომში ანტივაქსერების საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც ე.წ. მწვანე ბარათების აღება ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულოა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაქმებული, რომელიც 15 ოქტომბრამდე სამსახურში არ წარმოადგენს ე.წ. მწვანე ბარათს, ანაზღაურებას ვერ მიიღებს.

დემონსტრანტთა ერთმა ჯგუფმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პრემიერ-მინისტრის, მარიო დაგის ოფისში შეჭრა სცადა, თუმცა პოლიციამ მათი შეჩერება მოახერხა.

ე.წ. მწვანე ბარათი ციფრული ან ქაღალდზე დაბეჭდილი სერტიფიკატია, რომელიც ადასტურებს, რომ მფლობელმა კოვიდვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა გაიკეთა.

ბარათების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება თავისუფლების შეზღუდვა და ვაქცინაციის პროცესის იძულების გზით განხორციელებაა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close