კრიმინალისაქართველო

რა ხდებოდა 48 საათით ადრე იმ ბინაში, რომლის რემონტსაც სახლის ჩამონგრევა მოჰყვა (ვიდეო)

„ქრონიკამ“ მოიპოვა ექსკლუზიური ფოტომასალა ბინიდან, სადაც მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, სავარაუდოდ, სახლის ჩამონგრევა მოჰყვა.

ფოტოები კორპუსის ჩამონგრევამდე 48 საათით ადრეა გადაღებული და კადრებზე ჩანს, რომ ბინას საყრდენი კედლები, ფაქტობრივად, გამოცლილი აქვს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.

სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 9 გარდაცვლილია (მათ შორის, 3 ბავშვი – 7, 1,3 და 12 წლისები). ერთი ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს – 36 წლის კაცის მდგომარეობა რთულია, თუმცა სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close