იტალიაკულტურა

MANESKIN-მა წარადგინა ახალი სინგლი «MAMMAMIA» (ვიდეო)

აგვისტოში «I Wanna Be Your Slave»-ის ახალი ვერსიის გამოშვების შემდეგ  Maneskin-ი ახლახან ახალი  ტრეკით დაბრუნდა სახლწოდებით «Mammamia». 

ორი დღის წინ ბერლინის კლუბ SO36-ში პრესკონფერენციისას ჯგუფის წამყვანმა სოლისტმა დამიანო დავიდმა თქვა, რომ ახალი სინგლი წელს „ევროვიზიაზე“ გამარჯვების შემდეგ დაიწერა. „სულ რამდენიმე დღე გვქონდა, რომ სტუდიაში წავსულიყავით და ახალი მუსიკა დაგვეწერა, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს სიმღერა რამდენიმე საათში შევქმენით – ამიტომ ვგრძნობდით, რომ ეს ჩვენთვის საოცრება იქნებოდა!“

სიმღერის მეორე სტროფში დამიანო დავიდი ახსენებს, რომ იგი „ნარკოტიკებს არ იღებს“ იმ ვარაუდის საპასუხოდ, რომელიც ევროვიზიის ფინალის დროს გამოითქვა. როგორც ცნობილია, ეჭვი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ვირუსული გახდა ვიდეო, სადაც ჩანდა, როგორ დაიხარა დამიანო მაგიდასთან კამერების წინ. თუმცა ორგანიზატორების მიერ მაისში ჩატარებულმა გამოძიებამ დაამტკიცა, რომ ჯგუფის წევრები ნარკოტიკებს არ იღებდნენ – ნარკოტიკებზე დამიანოს ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

მოუსმინეთ ახალ სინგლს – დამიანო დავიდი, ისევე როგორც მთელი ჯგუფი, თავის „სტილშია“!

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close