fbpx
ქართველები უცხოეთშისპორტი

მსოფლიო ჩემპიონი 5 წლის უნახავ დედასთან ერთად ტურნირის შემდეგ იტალიაში

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ტრიუმფალური წარმატების შესახებ იტალიაში, ქალაქ ოლბიაში (სარდინია) მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ახალგაზრდებს შორის.

ჩვენმა სპორტსმენებმა 4 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

მეოთხე ოქროს მედალი მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა მოიპოვა (+100 კგ).

საბას დედა – გვანცა ჭანტურიძე ემიგრანტია იტალიაში. იგი ტურნირზე ჩავიდა და 5 წლის უნახავი დედა-შვილი ერთმანეთს შეხვდა. დღეს მათთვის მართლაც უბედნიერესი დღე იყო.

დედა-შვილის შეხვედრა გიორგი ჭანიშვილმა აღბეჭდა ფოტოზე.

გვანცა ჭანტურიძე სიხარულის ცრემლებით ისმენს საქართველოს ჰიმნს, რომელიც მისი ვაჟის წყალობით აჟღერდა ძიუდოს ჩემპიონატზე იტალიის ქალაქ ოლბიაში
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close