fbpx
სპორტი

4-ჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი – იტალიაში კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი გახდა მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის

იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოს მესამე ოქროს მედალი ილია სულამანიძემ (100კგ) მოუტანა.

ფინალში მან უზბეკი ძიუდოისტი დაამარცხა.

მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა (+100) კი ფინალურ ორთაბრძოლაში უნგრელ სპორტსმენს სძლია და საქართველოს ნაკრების მონაგარი მეოთხე ოქროს მედლით გაამდიდრა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ირაკლი დემეტრაშვილი.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა სოლიდური შედეგით –  4 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში (მამაკაცებსა და ქალებს შორის) პირველ ადგილზე გავიდა.

6 და 8 ოქტომბერს ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ).

ნინო ხოშტარია

საბა ინანეიშვილის გამარჯვება ნახევარფინალში:

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close