fbpx
დღის თემავიდეოსაქართველო

ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ერთი კაცი იპოვეს, სამძებრო სამუშაოები დასრულდა (ვიდეო)

გავრცელდა კადრები, როგორ შედის იგი სადარბაზოში ნგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსის ნანგრევებში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ის, სავარაუდოდ, ჯემალ ბაუჟაძეა, რომელიც კორპუსში ნგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯემალ ბაუჟაძე მეზობელ კორპუსში ცხოვრობდა და იქ სტუმრად მიდიოდა.

მაშველების ინფორმაციით, ნგრევისას კაცი სადარბაზოს კიბეებზე იმყოფებოდა. არსებობს ვიდეოც, როდესაც იგი შენობაში შედის.

შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილია 9 ადამიანი (8 ადამიანი, მათ შორის, სამი ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს, ერთი ახალგაზრდა ქალი კი ამოყვანის მომენტში ცოცხალი იყო. ის რამდენიმე საათის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. დაიღუპა მისი 2 შვილიც), ერთი დაზარალებული კი – 36 წლის მამაკაცი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შსს მინისტრის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები დასრულდა.

„მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. მძიმე სიტუაციაა. 9 ადამიანია გარდაცვლილი. უძიმესი დღე იყო გუშინაც და დღესაც. 5 წუთის წინ ვიპოვეთ მე-9 გარდაცვლილი. ჩვენი ვარაუდით, არცერთი დაკარგული აღარაა და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შენობის დემონტაჟის პროცესი და გაწმენდითი სამუშაოები გაგრძელდება.

11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

წყარო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close