ქართველები უცხოეთშისპორტი

კიდევ ერთმა ქართველმა მოჭიდავემ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი, მაგრამ ჯილდო სერბეთმა მიითვალა

ოსლოში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 87-კილოგრამ წონით კატეგორიაში სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ზურაბ დათუნაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!

ფინალში მან ბელარუსი სპორტსმენი დაამარცხა.

ოფიციალურ ტურნირებზე ეს დათუნაშვილისთვის სერბეთის სახელით მოპოვებული მესამე მედალია. ოსლოს გარდა მან წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე მოუტანა სერბეთის ნაკრებს ბრინჯაოს მედალი, ხოლო ვარშავაში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს დაეუფლა.

ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს სახელით ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი. სპორტსმენმა კარიერის სერბეთში გაგრძელება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა.

გეგა გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს. ზურაბ დათუნაშვილის თქმით, ფედერაციის პრეზიდენტმა მას 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დროს თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

სასამართლომ გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close