კრიმინალისაქართველო

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული ორივე პირი დააკავეს. ორივე ძებნილი წყნეთში დააკავეს, წერეთლის ქუჩაზე.

უწყების ინფორმაციით, ნიკოლოზ კვარაცხელიაზე თავდამსხმელები არიან 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ. ისინი მკვლელობის დღეს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ და თავიდანვე ჰქონდათ განზრახული კვარაცხელიას მოკვლა. კვარაცხელიას თავდამსხმელები ნაქირავები ავტომანქანით ჩაუსაფრდნენ ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლთან და როცა იგი ქუჩაში გამოჩნდა, 10-ზე მეტი ტყვია ესროლეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მანქანით მიიმალნენ.

22 წლის ნიკო კვარაცხელია მიყენებული ჭრილობებისგან კლინიკაში გარდაიცვალა.

დანაშაული 15 სექტემბერს მოხდა.

გამოძიება სავარაუდო მკვლელებს ამ დრომდე ეძებდა. ორივე ბრალდებულს 20 სექტემბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-იდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close