ჯანმრთელობარჩევები

შემოდგომის ავიტამინოზის 5 ნიშანი: შეამოწმეთ ჩამონათვალი

ბევრ ადამიანს მიამიტურად მიაჩნია, რომ ზაფხულში ორგანიზმის ვიტამინებით ისე შევსებაა შესაძლებელი, რომ ეს მთელი წლისთვის სამყოფი მარაგი იქნება, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ასე სულაც არ არის.

ექიმების განმარტებით, საქმე ისაა, რომ ზაფხულში ორგანიზმი ვიტამინებს კი არ აგროვებს, გაზაფხულის ავიტამინოზის შედეგებს ებრძვის. სწორედ ამიტომაა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ესოდენ აუცილებელი ორგანიზმის განუწყვეტელი შევსება ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, განსაკუთრებით კი – შემოდგომაზე.

შემოდგომის ავიტამინოზის დადგენა რამდენიმე ნიშნითაა შესაძლებელი, რომლებიც ხილულად და მკაფიოდ გამოიხატება ადამიანის ორგანიზმზე და შეუიარაღებელი თვალითაც შეიმჩნევა.
ვნახოთ, რომელი ნიშანი რომელი ვიტამინის ნაკლებობაზე მეტყველებს და როგორ შეიძლება ვუშველოთ ამას.

კანი

კანის ქერცვლა ცხიმმჟავა ომეგა 3-ისა და ომეგა 6-ის, ასევე A და D ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაზე მიანიშნებს. ამ დეფიციტის აღმოფხვრა შეიძლება, თუ რაციონში შეიტანთ: ცხიმიან თევზსა და ნარინჯისფერ ხილ-ბოსტნეულს.

გარდა ამისა, პიგმენტური ლაქები სახის კანზე ვიტამინ E-ს სიმცირის ნიშანია, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეული საკვები.

თუ კანმა გაცხიმიანება დაიწყო, ამის მიზეზი B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაა, ხოლო ტუჩის კუთხეეში ნახეთქები გატყობინებთ, რომ ორგანიზმს რკინა აკლია. მისი მარაგის შევსება წითელი ხორცით, ციტრუსებით, წიწიბურის, კვერცხისა და მწარე შოკოლადითაა შესაძლებელი.

სხეული

ხელებისა და ფეხების დაბუჟება — ეს ავიტამინოზის ერთ-ერთი მთავარი მაუწყებელია. სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ ჭარხლის, თეთრი ხორცის, ფოთლოვანი მწვანილეულის, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა.

ხოლო თუ კუნთების ტკივილი დაგეწყოთ, იცოდეთ, რომ ორგანიზმს კალციუმი და მაგნიუმი აკლია.

თმა

თუ თმა გცვივათ, მტვრევადი გახდა და გამოშრა, ე.ი. ვიტამინ А-ს დეფიციტთან გაქვთ საქმე.

თუ თმის ღერებთან გაცხიმიანება შენიშნეთ, B ჯგუფის ვიტამინების მარაგი უნდა შეივსოთ.

თუ თმის ღერებმა გაყოფა დაიწყო, მაშინ ვიტამინი C გაკლიათ, ხოლო თუ თმამ ზრდა შეწყვიტა, ე.ი. ვიტამინ E-ს მარაგის შევსებაა აუცილებელი.

ფრჩხილები

ფრჩხილების მტვრევადობა მიგანიშნებთ, რომ ორგანიზმს ვიტამინი A აკლია, ხოლო თუ მათზე ღარები (ხაზები) გაგიჩნდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი გაქვთ.

რაც შეეხება ფრჩხილების ქერცვლას, ეს C ვიტამინის მარაგის შემცირების გამო ხდება, ხოლო კუტიკულის ძირში კანის ქერცვლა E ვიტამინის ნაკლებობას გამცნობთ.

ღრძილები

ღრძილებიდან სისხლდენა კბილების ხეხვისა თუ ჭამის დროს შეიძლება იყოს ვიტამინ C-სა და ვიტამინ P-ს დეფიციტის მაუწყებელი. ეს ვიტამინები შეგიძლიათ მიიღოთ სალათის ფოთლებიდან, პომიდვრიდან, ციტრუსებიდან, ასკილიდან და მწვანე ჩაიდან.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close