საზოგადოებასაქართველო

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ამ წუთებში ერთი ადამიანი ამოიყვანეს (ვიდეო)

მაშველებმა ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან დაახლოებით საღამოს 8 სთ-სა და 20 წუთზე ერთი ადამიანი ამოიყვანეს. საბედნიეროდ, ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ნანგრევებში 9 საათი გაატარა, ცოცხალია. იგი სასწრაფო დახმარების ავტომობილში მოათავსეს და საავადმყოფოში გადაყავთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ პირველი ადამიანის ამოყვანას ნანგრევებიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ რჩებიან ახალგაზრდა ქალის 2 შვილი და ბავშვების ბიძა.

შსს-ს ინფორმაციით, ნანგრევებში 10-იდან 15 ადამიანამდე მოყვა.

ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ნანგრევებში მისი ოჯახის 4 წევრია მოყოლილი.

ეს არის საბჭოთა პერიოდში – დაახლოებით 50 წლის წინ აგებული შენობა. თავიდან ის 5-სართულიანი იყო, შემდეგ 2 სართული დააშენეს და ლიფტის კონსტრუქციაც მიაშენეს.

ჩამონგრეული კორპუსის მეზობელი სადარბაზოებიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა უსაფრთხოების მოსაზრებით. ყველა მათგანი დაკმაყოფილებულია დროებითი საცხოვრებლით.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, რომელიც ადგილზე ჩავიდა, სამუშაოებში 300-მდე მაშველი მონაწილეობს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close