საქართველო

„მალე განვაცხადებ პრეტენზიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე“ – თინა კანდელაკი

რუსეთში მოღვაწე ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნება“ კოლექტიური თინა კანდელაკია“.

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მე მმართველ პარტიასთან, „ქართულ ოცნებასთან” გამათანაბრა, როცა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება” კოლექტიური თინა კანდელაკია.

მალე განვაცხადებ ჩემს სურვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებაზე. მესმის, რომ არც გვარამია, არც სააკაშვილი ამ სურვილით აღფრთოვანებული არ იქნებიან.

რაც შეეხება ადვოკატის განცხადებას ყოფილი პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე, ჩემი პოზიცია უცვლელია: სააკაშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს. სწორედ ეს იქნება ნამდვილი მართლმსაჯულება თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ბოროტმოქმედისთვის“, – აცხადებს კანდელაკი.

pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close