fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტები

ამერიკელი მძღოლი 8 წელია ებრძვის ციყვს, რომელიც მის მანქანაში კაკალს აგროვებს

ამერიკელი ბილ ფიშერი, რომელიც ჩრდილოეთ დაკოტაში ცხოვრობს, 8 წელია საკუთარი ავტომობილის ციყვისგან დაცვას ცდილობს. ამის შესახებ გამოცემა LADBible წერს.

ყოველ წელს ციყვი კაცის ავტომანქანაში, ძრავასთან ზამთრისთვის კაკალს აგროვებს. 56 წლის ბილ ფიშერი აცხადებს, რომ ციყვთან 8-წლიანი „ომით“ დაიღალა.

„ამ ჟღალ ციყვს 2013 წლიდან ვიცნობ. მას უკვე აქვს ერთგვარი რიტუალი, რომ ყოველ წელს ჩემი სატვირთო კაკლის შესანახ საწყობად გამოიყენოს“, – ამბობს ფიშერი.

ციყვმა ტრადიცია არც 2021 წლის შემოდგომაზე დაარღვია და 70 კილოგრამი კაკალი ისევ ავტომობილში შეაგროვა.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close