დღის თემაპოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

როდის და სად ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, 64 ერთეულიდან მერის არჩევნების მეორე ტური 20-ში ჩატარდება, მათგან საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში. 

კანონმდებლობის თანახმად, როგორც მერის, ისე საკრებულოს მაჟორიტარების არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მეოთხე შაბათს იმართება, შესაბამისად, მეორე ტურები 30 ოქტომბერს ჩატარდება.

ამჯერად ბიულეტენებზე მხოლოდ ორი კანდიდატი იქნება – ისინი, ვინც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღო.

წინასწარი მონაცემებით, ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 14 მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობს“ კანდიდატებს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება.

გამონაკლისია თიანეთის მუნიციპალიტეტი, სადაც „ქართულ ოცნებას“ „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ კანდიდატი დაუპირისპირდება.

მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება შემდეგ თვითმართველ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში:

  1. თბილისი
  2. რუსთავი
  3. ქუთაისი
  4. ფოთი
  5. ბათუმი
  6. თელავი
  7. თიანეთი
  8. ქარელი
  9. ხაშური
  10. ცაგერი
  11. ბაღდათი
  12. წყალტუბო
  13. ოზურგეთი
  14. სენაკი
  15. მარტვილი
  16. ხობი
  17. ზუგდიდი
  18. წალენჯიხა
  19. ჩხოროწყუ
  20. ხელვაჩაური

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით (4 ოქტომბრის 12:30 სთ-ისთვის დათვლილია უბნების 99,97%-მდე), საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46,68%,  მმართველ პარტიას – „ქართული ოცნებას“ აქვს. მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობაა“, 30,7%-ით და მესამეზე – „გახარია-საქართველოსთვის“ 7,8%-ით.

პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ბარიერი თბილისში 2,5%-ია, ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტში – 3%. თბილისის საკრებულოში ზემოაღნიშნული 3 პარტიის გარდა წევრები ეყოლებათ, აგრეთვე, პარტიებს – „ლელო“ (3,63%), „გირჩი – მეტი თავისუფლება“ (3,3%) და „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ (2,57%).

2020 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 51.92% იყო (შედარებისთვის, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 45,65%-ს უდრიდა).

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close