სპორტი
ესპანეთის ქალაქ სიტჯესში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის გუნდთან გამართა და გაიმარჯვა.
ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა მეტოქეები ანგარიშით 3,5:0,5 დაამარცხეს, განმეორებითი ტურის პარტიებში კი ფრედ 2:2 ითამაშეს და ნახევარფინალში გავიდნენ, რომელიც 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ინდოეთის გუნდს დაუპირისპირდება.
მეორე ნახევარფინალური წყვილი კი უკრაინა და რუსეთია. ისინი ფინალში გასვლისთვის, ასევე, ხვალ, პირველ ოქტომბერს იბრძოლებენ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები