fbpx
სპორტი

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

ესპანეთის ქალაქ სიტჯესში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის გუნდთან გამართა და გაიმარჯვა.

ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა მეტოქეები ანგარიშით 3,5:0,5 დაამარცხეს, განმეორებითი ტურის პარტიებში კი ფრედ 2:2 ითამაშეს და ნახევარფინალში გავიდნენ, რომელიც 1-ელ ოქტომბერს  გაიმართება.

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ინდოეთის გუნდს დაუპირისპირდება.

მეორე ნახევარფინალური წყვილი კი უკრაინა და რუსეთია. ისინი ფინალში გასვლისთვის, ასევე, ხვალ, პირველ ოქტომბერს იბრძოლებენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close