fbpx
მსოფლიო

96 წლის ქალი, რომელსაც ბრალად ედება ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში მასობრივ მკვლელობაში დახმარება, სასამართლო სხდომამდე მიიმალა

მას არასრულწლოვანთა საქმეების სასამართლოში ასამართლებენ

30 სექტემბერს გერმანიის ქალაქ იტცეჰოში ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი თანამშრომლის სასამართლო პროცესი უნდა დაწყებულიყო, მაგრამ 96 წლის ქალი, რომელსაც ბრალად ედება საკონცენტრაციო ბანაკში მასობრივ მკვლელობაში დახმარება, სასამართლო სხდომამდე მიიმალა.

სასამართლოზე მისი გამოუცხადებლობის შემდეგ მოსამართლე დომინიკ გროსმა განაცხადა, რომ ბრალდებულის დაპატიმრების ორდერს გასცემს.

სასამართლოს პრესმდივან ფრედერიკ მილჰოფერის ინფირმაციით, ბრალდებული მოხუცებულთა სახლიდან დილით ადრე ტაქსით გაემგზავრა  და სასამართლოზე არ მივიდა.

ბრალდებული ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი პირველი ქალია, რომელსაც ნაციზმის პერიოდის დანაშაულებებისთვის ასამართლებენ. მას ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკ შტუტჰოფში მეორე მსოფლიო ომის დროს 10 ათასზე მეტი ადამიანის დახოცვაში თანამონაწილეობა ედება ბრალად.

ქალის ვინაობას არ ამხელენ, მაგრამ გერმანიის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საუბარია ნაცისტების მიერ ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარე შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკის SS-ის მეთაურის მდივან ირმგარდ ფურხნერზე.

სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი „სავარაუდოდ, ეხმარებოდა და აგულიანებდა ბანაკის ხელმძღვანელობას პატიმართა სისტემატურ მკვლელობაში 1943 წლის ივნისიდან 1945 წლის აპრილამდე პერიოდში, როცა ბანაკის ხელმძღვანელის ოფისში მუშაობდა სტენოგრაფისტად და მბეჭდავად.“

მოგვიანებით სასამართლოს წარმომადგენლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრალდებული 96 წლის ქალი დააკავეს.

მას  არასრულწლოვანთა საქმეების სასამართლოში ასამართლებენ, ვინაიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს იგი ჯერ 21 წლის არ იყო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close