სპორტი

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ნაკრების წევრებმა ესპანეთის ქალაქ სიტჯესში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრა ამერიკის საჭადრაკო ფედერაციების ნაკრები გუნდის წარმომადგენლებს 3:1 მოუგეს და შესარჩევი ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულეს.

მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატს ჯგუფური ეტაპის მატჩების შემდეგ საფრანგეთის, ესპანეთის, გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებები გამოეთიშნენ.

მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 1/4-ფინალური მატჩები 30 სექტემბერს გაიმართება, პირველ  ოქტომბერს გუნდები ნახევარფინალურ მატჩებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ხოლო 2 ოქტომბერს უკვე ფინალური ტური ჩატარდება.

30 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალურ მატჩში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები აზერბაიჯანის გუნდს შეხვდება.

1/4 ფინალური წყვილები:

საქართველო – აზერბაიჯანი

უკრაინა – სომხეთი

ინდოეთი – ყაზახეთი

ამერიკის საჭადრაკო ფედერაციების ნაკრები – რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის გუნდი.

ცნობისათვის, ამერიკის საჭადრაკო ფედერაციების ნაკრები მხოლოდ  სამხრეთამერიკელი მოჭადრაკეებით არის დაკომპლექტებული.

საქართველოს ნაკრების წევრები არიან:

ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close