ვიდეომსოფლიოnews

გერმანიის ქალაქ კილში ტორნადოს შედეგად ადამიანები დაშავდნენ (ვიდეო)

ჩრდილოეთ გერმანიაში, ქალაქ კილში (ჰამბურგიდან ჩრდილოეთით, 90 კმ-ის დაშორებით) ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, ექვსი კაცი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, სტიქიის დროს რამდენიმე ადამიანი იახტკლუბში იმყოფებოდა და ქარიშხალმა ისინი წყალში გაიტაცა. მაშველებმა ყველას გადარჩენა შეძლეს, სამმა მათგანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

სტიქიამ ქალაქში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავიც ახადა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close