fbpx
კრიმინალი

ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი კანონიერი ქურდების ცოლები

კრიმინალი, ციხე, დევნა, გარჩევები, იარაღი, სამართალდამცველები, დაპირისპირებები – ეს კანონიერი ქურდების ცოლებისათვის ყოველდღიურობაა. ვინ არიან ის ქალები, რომლებიც კრიმინალური ავტორიტეტების უკან დგანან? ერთ-ერთი ირინა ასათიანია.

ირინა ასათიანი ქუ­თა­ი­სე­ლიკრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტისტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას მე­უღ­ლე იყო. ირი­ნა ასა­თი­ა­ნი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამდენიმე წლის წინ გა­იც­ნო.

ფო­ცხვე­რია სას­ჯელს ონ­კო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში 2 წელის განმავლობაში იხ­დიდაპა­ტი­მარ-პაციენტს ბად­რა­გი­სა და სპეც­რაზ­მის 7 წევ­რი აკონ­ტრო­ლებდაირი­ნა ასა­თი­ა­ნი ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად მსჯავ­რდე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვდა, რათა მას დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლე ოჯახ­თან გა­ეტარებინა. პალატაში მსჯავრდებულის მონახულების უფლება მხოლოდ მეუღლეს ჰქონდა.

ტარიელ ფოცხვერია სასამართლომ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, პატიმრობიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც ის მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად თურქეთში გადავიდა, სადაც მკურნალობას გადიოდა.

ირინა ასათიანი იმჟამად აცხადებდა, რომ ის და მისი მეუღლე თურქეთში სამუდამოდ გადავიდნენ საცხოვრებლად, ვინაიდან მისთვის ნათელი იყო, რომ „იმ სოციალური სტატუსით“, რაც ფოცხვერიას ჰქონდა, საქართველოში მათ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მისცემდნენ.

ტარიელ ფოცხვერია 2016 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

მა­რი­ნა გოლ­ბერ­გი

მა­რი­ნა გოლ­ბერ­გი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, შაქ­რო კა­ლა­შო­ვის მე­უღ­ლეა. შაქ­რო კა­ლა­შო­ვის სა­ხე­ლი 2012 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი, როცა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ​ ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის წევ­რე­ბის სია გა­მო­აქ­ვეყ­ნასა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად, „საძ­მო წრის“ (The Brothers’ Circle) კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა ცნო­ბილ კრი­მი­ნალ ზაქ­რო კა­ლა­შოვს.

სი­ა­ში ​მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია კალაშოვის მეუღლე მა­რი­ნა გოლ­ბერ­გიც. ამ „შავ სი­ა­შიასე­ვე შე­დი­ანძმე­ბი ლაშა და კა­ხა­ბერ შუ­შა­ნაშ­ვი­ლე­ბი და მათი „მარ­ჯვე­ნა ხელი“, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი კობა შე­მა­ზაშ­ვი­ლი, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი თე­მურ მირ­ზო­ე­ვი, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ვლა­დი­მერ ვა­გი­ნი (ვა­გო­ნი), ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ვა­სი­ლი ხრის­ტო­ფო­რო­ვი (ვა­სია ვოსკრეს) და სხვე­ბითით­ქმის ყვე­ლა ისი­ნი „დედ ჰა­სა­ნისკრი­მი­ნა­ლურ წრე­ში შე­დი­ან.

მი­რან­და ფე­რა­ძე

მი­რან­და ფე­რა­ძე ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის რე­ზი­კო ჯვარ­სკისრე­ვაზ უბი­ლა­ვას მეგობარი გოგონაა. რე­ზი­კო ჯვარ­სკი ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად 2014 წელს „მოინათლა“. ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ის­ტო­რია, რაც რე­ზი­კო ჯვარ­სკის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, მისი და სო­მე­ხი ქურ­დის შეხ­ვედ­რაა.

შემ­თხვე­ვა კრას­ნო­დარ­ში მოხ­დასო­მეხ ქურ­დთან შე­სახ­ვედ­რად მი­სუ­ლი რე­ზი­კო ჯვარ­სკი და­ა­კა­ვეს, მას სთხოვ­დნენ ქურ­დე­ბის­თვის შე­ე­გი­ნე­ბი­ნამაგ­რამ არ შე­ა­გი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა მის მე­გო­ბარ გო­გო­ნასმი­რან­და ფე­რა­ძე და რე­ზი­კო ჯვარ­სკი 2015 წლის 20 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვესდა­კა­ვე­ბამ­დე, 19 სექ­ტემ­ბერს უბი­ლა­ვა და მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნამი­რან­და ფე­რა­ძე ბე­ლა­რუ­სში თურ­ქე­თი­დან ჩაფ­რინ­დენკრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს უკა­ნო­ნო გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ათა­სი არა­დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი დო­ლა­რი და ევრო აღ­მო­აჩ­ნდა, თანხა „ობ­ში­ა­კის­თვის“ იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგრე­ზი­კო ჯვარ­სკი“ და მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა ბე­ლა­რუს­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­უშ­ვეს და მათ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს.

2020 წლის მაისში საქართველოს შსს-მ რეზიკო ჯვარსკი „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დააკავა.

„1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. – მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა.

გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ.

იუ­ლია ვოლ­კო­ვა

იუ­ლია ვოლ­კო­ვა სკან­და­ლუ­რი ჯგუ­ფის,ტა­ტუსსო­ლის­ტია. მან შარ­შან ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურდ გია ზა­რან­დი­ა­ზე (იგი­ვე გია გალ­სკიიქორ­წი­ნა.

სა­ნამ მომ­ღე­რა­ლი 40 წლის კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს და­უ­კავ­ში­რებ­და ბედს, სკან­და­ლურ პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბდა

ის რუ­სუ­ლიპლე­ი­ბო­ის­თვისგა­შიშ­ვლდა კი­დეცგა­თხო­ვე­ბი­სას ვოლ­კო­ვა გია გალ­სკის­გან იყო ორ­სუ­ლად.

primetime.ge

p. s. ინფო nostal.ge-სგან: mk.ru-ს ინფორმაციით (2020 წლის 28 აგვისტო), იულია ვოლკოვამ ფილმში „აღსარება“ გაამხილა, რომ 4 თვის წინ აბორტი გაიკეთა, რადგან არ სურდა მესამე შვილის გაჩენა ქორწინების გარეშე.

ვოლკოვამ პირველი შვილი – გოგონა 19 წლის ასაკში გააჩინა (ახლა ვოლკოვა 36 წლისაა), თუმცა ბავშვის მამა მასზე ოფიციალურად არ დაქორწინებულა. 3 წლის შემდეგ, მესამე არაოფიციალური კავშირისგან მას ვაჟიშვილი შეეძინა. ტაბლოიდები წერდნენ, რომ წყვილი საიდუმლოდ დაქორწინდა და იულიამ ისლამიც კი მიიღო, თუმცა თავად მომღერალს ეს არ დაუდასტურებია.

რაც შეეხება მესამე ორსულობას, რომელზეც ტაბლოიდები წერდნენ, რომ იგი გია გალსკისგან ელოდებოდა შვილს, თავად ვოლკოვამ თქვა, რომ მას „ცეცხლოვანი რომანი“ ჰქონდა მამაკაცთან, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, მაგრამ პანდემიამ და მანძილმა მათი გრძნობა გააცივა და მანაც გადაწყვიტა, კანონიერი მამის გარეშე ბავშვი არ გაეჩინა.

starhit.ru გასული წლის აგვისტოში წერდა, რომ ცოტა ხნით ადრე იულიამ რთული ოპერაცია გადაიტანა – მას ყბის ძვალი ჰქონდა გატეხილი 3 ადგილას. გამოცემის ცნობით, იგი ასე თავისმა ყოფილმა „ბოიფრენდმა დაასახიჩრა“.

„ამ ადამიანს მიზნად აქვს დასახული, რომ მე ცოცხალი არ ვიყო. სანამ მე ცოცხალი ვარ, იგი მშვიდად ვერ იცხოვრებს – ავადმყოფური სიყვარული, როდესაც ადამიანს უყვარხარ, როგორც მანიაკს. მას შეუძლია უყვარდე და მოგკლას“, – გულახდილად ამბობს ვოლკოვა. ვისზე საუბრობს იგი და აქვს თუ არა ამას კავშირი გია გალსკისთან, უცნობია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close