fbpx
მედიცინამსოფლიო

„ტელეგრაფი“ – უჰანში მომუშავე მეცნიერები 2018 წელს ღამურების ინფიცირებას მოდიფიცირებული კორონავირუსით გეგმავდნენ

ჩინეთის ქალაქ უჰანში მომუშავე მეცნიერები 2018 წელს გამოქვაბულში მცხოვრები ღამურების ინფიცირებას მოდიფიცირებული კორონავირუსით გეგმავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, „ტელეგრაფი“ შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მეცნიერებმა შეიტანეს მოთხოვნა პროექტისთვის 14 მილიონ დოლარზე მინიმუმ 18 თვით ადრე Sars-COV-2-ის გავრცელების ოფიციალურ შეტყობინებამდე.

მეცნიერებს სურდათ, ცხოველების კანში შეეტანათ კორონავირუსების „ნანონაწილაკები, რომლებიც შეიცავს ახალ ქიმერულ ცილოვან ცილებს“. ამის გაკეთება ჩინეთის პროვინცი იუნანის გამოქვაბულებში იყო დაგეგმილი.

ჩინელ მეცნიერებს უარი ეთქვათ ასეთი პროექტის დაფინანსებაზე, რადგან მას „შეეძლო ადგილობრივი მოსახლეობა საფრთხეში ჩაეგდო“ იმის მიუხედავად, რომ მკვლევარებმა პირობა დადეს, რომ ჩაატარებდნენ საგანმანათლებლო ღონისძიებებს თავიანთი მუშაობის შესახებ.

ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ 2019 წლის 31 დეკემბერს აცნობა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close