ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი კანონიერი ქურდების ცოლები
კრიმინალი, ციხე, დევნა, გარჩევები, იარაღი, სამართალდამცველები, დაპირისპირებები – ეს კანონიერი ქურდების ცოლებისათვის ყოველდღიურობაა. ვინ არიან ის ქალები, რომლებიც კრიმინალური ავტორიტეტების უკან დგანან? ერთ-ერთი ირინა ასათიანია.
ირინა ასათიანი ქუთაისელი „კრიმინალური ავტორიტეტის“ ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე იყო. ირინა ასათიანი ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო.
ფოცხვერია სასჯელს ონკოლოგიურ კლინიკაში 2 წელის განმავლობაში იხდიდა. პატიმარ-პაციენტს ბადრაგისა და სპეცრაზმის 7 წევრი აკონტროლებდა. ირინა ასათიანი ადვოკატებთან ერთად მსჯავრდებულის გათავისუფლებას ითხოვდა, რათა მას დარჩენილი სიცოცხლე ოჯახთან გაეტარებინა. პალატაში მსჯავრდებულის მონახულების უფლება მხოლოდ მეუღლეს ჰქონდა.
ტარიელ ფოცხვერია სასამართლომ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, პატიმრობიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც ის მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად თურქეთში გადავიდა, სადაც მკურნალობას გადიოდა.
ირინა ასათიანი იმჟამად აცხადებდა, რომ ის და მისი მეუღლე თურქეთში სამუდამოდ გადავიდნენ საცხოვრებლად, ვინაიდან მისთვის ნათელი იყო, რომ „იმ სოციალური სტატუსით“, რაც ფოცხვერიას ჰქონდა, საქართველოში მათ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მისცემდნენ.
ტარიელ ფოცხვერია 2016 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.
მარინა გოლბერგი
მარინა გოლბერგი კრიმინალური ავტორიტეტის, შაქრო კალაშოვის მეუღლეა. შაქრო კალაშოვის სახელი 2012 წელს გახდა ცნობილი, როცა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დაჯგუფებების წევრების სია გამოაქვეყნა, სადაც ოფიციალურად, „საძმო წრის“ (The Brothers’ Circle) კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის სტატუსი მიენიჭა ცნობილ კრიმინალ ზაქრო კალაშოვს.
სიაში მოხსენიებულია კალაშოვის მეუღლე მარინა გოლბერგიც. ამ „შავ სიაში“ ასევე შედიან: ძმები ლაშა და კახაბერ შუშანაშვილები და მათი „მარჯვენა ხელი“, ე.წ. კანონიერი ქურდი კობა შემაზაშვილი, ე.წ. კანონიერი ქურდი თემურ მირზოევი, ე.წ. კანონიერი ქურდი ვლადიმერ ვაგინი (ვაგონი), ე.წ. კანონიერი ქურდი ვასილი ხრისტოფოროვი (ვასია ვოსკრეს) და სხვები. თითქმის ყველა ისინი „დედ ჰასანის“ კრიმინალურ წრეში შედიან.
მირანდა ფერაძე
მირანდა ფერაძე ე.წ. კანონიერი ქურდის რეზიკო ჯვარსკის, რევაზ უბილავას მეგობარი გოგონაა. რეზიკო ჯვარსკი ე.წ. კანონიერ ქურდად 2014 წელს „მოინათლა“. ერთ-ერთი გავრცელებული ისტორია, რაც რეზიკო ჯვარსკის სახელს უკავშირდება, მისი და სომეხი ქურდის შეხვედრაა.
შემთხვევა კრასნოდარში მოხდა, სომეხ ქურდთან შესახვედრად მისული რეზიკო ჯვარსკი დააკავეს, მას სთხოვდნენ ქურდებისთვის შეეგინებინა, მაგრამ არ შეაგინა.
რაც შეეხება მის მეგობარ გოგონას, მირანდა ფერაძე და რეზიკო ჯვარსკი 2015 წლის 20 სექტემბერს დააკავეს. დაკავებამდე, 19 სექტემბერს უბილავა და მისი მეგობარი გოგონა, მირანდა ფერაძე ბელარუსში თურქეთიდან ჩაფრინდენ. კრიმინალურ ავტორიტეტს უკანონო გზით მოპოვებული რამდენიმე ათასი არადეკლარირებული დოლარი და ევრო აღმოაჩნდა, თანხა „ობშიაკისთვის“ იყო განკუთვნილი.
გასაუბრების შემდეგ „რეზიკო ჯვარსკი“ და მისი მეგობარი გოგონა ბელარუსმა სამართალდამცველებმა გაუშვეს და მათ ქვეყნის ტერიტორია დატოვეს.
2020 წლის მაისში საქართველოს შსს-მ რეზიკო ჯვარსკი „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დააკავა.
„1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. – მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა.
გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ.
იულია ვოლკოვა
იულია ვოლკოვა სკანდალური ჯგუფის, „ტატუს“ სოლისტია. მან შარშან ე.წ. კანონიერ ქურდ გია ზარანდიაზე (იგივე გია გალსკი) იქორწინა.
სანამ მომღერალი 40 წლის კრიმინალურ ავტორიტეტს დაუკავშირებდა ბედს, სკანდალურ პროექტებში მონაწილეობდა
ის რუსული „პლეიბოისთვის“ გაშიშვლდა კიდეც. გათხოვებისას ვოლკოვა გია გალსკისგან იყო ორსულად.
primetime.ge
p. s. ინფო nostal.ge-სგან: mk.ru-ს ინფორმაციით (2020 წლის 28 აგვისტო), იულია ვოლკოვამ ფილმში „აღსარება“ გაამხილა, რომ 4 თვის წინ აბორტი გაიკეთა, რადგან არ სურდა მესამე შვილის გაჩენა ქორწინების გარეშე.
ვოლკოვამ პირველი შვილი – გოგონა 19 წლის ასაკში გააჩინა (ახლა ვოლკოვა 36 წლისაა), თუმცა ბავშვის მამა მასზე ოფიციალურად არ დაქორწინებულა. 3 წლის შემდეგ, მესამე არაოფიციალური კავშირისგან მას ვაჟიშვილი შეეძინა. ტაბლოიდები წერდნენ, რომ წყვილი საიდუმლოდ დაქორწინდა და იულიამ ისლამიც კი მიიღო, თუმცა თავად მომღერალს ეს არ დაუდასტურებია.
რაც შეეხება მესამე ორსულობას, რომელზეც ტაბლოიდები წერდნენ, რომ იგი გია გალსკისგან ელოდებოდა შვილს, თავად ვოლკოვამ თქვა, რომ მას „ცეცხლოვანი რომანი“ ჰქონდა მამაკაცთან, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, მაგრამ პანდემიამ და მანძილმა მათი გრძნობა გააცივა და მანაც გადაწყვიტა, კანონიერი მამის გარეშე ბავშვი არ გაეჩინა.
starhit.ru გასული წლის აგვისტოში წერდა, რომ ცოტა ხნით ადრე იულიამ რთული ოპერაცია გადაიტანა – მას ყბის ძვალი ჰქონდა გატეხილი 3 ადგილას. გამოცემის ცნობით, იგი ასე თავისმა ყოფილმა „ბოიფრენდმა დაასახიჩრა“.
„ამ ადამიანს მიზნად აქვს დასახული, რომ მე ცოცხალი არ ვიყო. სანამ მე ცოცხალი ვარ, იგი მშვიდად ვერ იცხოვრებს – ავადმყოფური სიყვარული, როდესაც ადამიანს უყვარხარ, როგორც მანიაკს. მას შეუძლია უყვარდე და მოგკლას“, – გულახდილად ამბობს ვოლკოვა. ვისზე საუბრობს იგი და აქვს თუ არა ამას კავშირი გია გალსკისთან, უცნობია.
კომენტარები