ამინდისაბერძნეთი

საბერძნეთში ხვალიდან ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი საბერძნეთში, უკვე დღეიდან, 21 სექტემბრიდან. ათენის ნაციონალური ობსერვატორიის პროგნოზის თანახმად, 23 სექტემბრისთვის ჰაერის ტემპერატურა ქვეყანაში სეზონის ნორმალურ მაჩვენებლებზე 9 გრადუსით ნაკლები იქნება

დღეს საბერძნეთში ტემპერატურა ისევ მაღალ ნიშნულზეა სეზონის მაჩვენებლებთან შედარებით ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში, კლება უკვე დაიწყო ჩრდილოეთში, სადაც დღეს ჰაერის ტემპერატურა სეზონის ნორმალურ მაჩვენებელს მიუახლოვდება.

ცენტრალურ ევროპაში არსებული ცივი ჰაერის მასები ოთხშაბათს, 22 სექტემბერს სამხრეთისკენ გააგრძელებს მოძრაობას და საბერძნეთის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილს მოიცავს. ხუთშაბათს ქვეყნის დიდი ნაწილი ცივი ჰაერის მასების გავლენის ქვეშ იქნება, რაც ტემპერატურის მკვეთრ კლებას გამოიწვევს –  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰაერის ტემპერატურა სეზონის ნორმალურ მაჩვენებლებზე 9 გრადუსით ნაკლები იქნება.

პარასკევიდან, 24  სექტემბრიდან კი ქვეყანაში ტემპერატურა თანდათან ისევ მოიმატებს და მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში დარჩება სეზონის საშუალო მაჩვენებელზე დაბალი, ხოლო მომავალ შაბათ-კვირიდან კი ტემპერატურა ისევ ზემოთ წავა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close