fbpx
მედიცინა

სიკვდილის შემდეგ ყველაზე ბოლოს სმენა ითიშება – კვლევა

ადამიანის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში, როდესაც ცნობიერება ნელ-ნელა ქრება, სიკვდილის პირას მყოფი ტვინი ხმას ზუსტად ისე ამუშავებს, როგორც ახალგაზრდა ადამიანის ტვინი. ყოველ შემთხვევაში, ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებული კვლევა ამას ამბობს. აქედან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ სიკვდილისას ნათქვამი თბილი სიტყვები მას დაამშვიდებს და უფრო მშვიდად განისვენებს.

კვლევის ავტორებმა სიკვდილის პირას უგონოდ მყოფი პაციენტების ტვინის მონიტორინგისთვის ელექტროენცეფალოგრაფია (EEG) გამოიყენეს და მიღებული შედეგები სხვა, გონზე მყოფი პაციენტებისა და სრულად ჯანმრთელი ადამიანების EEG-ს მონაცემებს შეადარეს.

პაციენტთა თითოეულ ჯგუფს სხვადასხვა ტონალობის ჰარმონიული ხმები ჩაურთეს, ოღონდ ზოგიერთი ნოტი ძირითად ტრენდს არ მიჰყვებოდა და არეულად ასმენინებდნენ. მკვლევრები ტვინის კონკრეტულ სიგნალებს ეძებდნენ – მათ MMN, P3a და P3b სიგნალები ეწოდება. ამ სიგნალებს ტვინი მაშინ უშვებს, როდესაც ის არასწორ ბგერას შენიშნავს.

მეცნიერებმა თავიანთ ნაშრომში აღნიშნეს, რომ „ყველაზე უგონო მდგომარეობაში მყოფმა პაციენტებმა ნოტებისა და ბგერების ცვლილებას MMN სიგნალებით უპასუხეს, ზოგიერთებმა კი P3a ან P3b სიგნალიც კი გამოსცეს. აქედან გამომდინარე, სიკვდილის პირას მყოფი პაციენტების სასმენი სისტემები ახალგაზრდა ადამიანების სასმენი სისტემებივით მოქმედებდა“.

მართალია, მომაკვდავი ადამიანის ტვინი კვლავ აღიქვამს კონკრეტულ ხმებს, უცნობია, შეუძლია თუ არა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მის მიმართ ნათქვამის შინაარსი გაიგოს. კვლევის ავტორი, ელიზაბეთ ბლანდონი ამბობს, რომ კვლევაში მონაწილეების „ტვინებს ხმოვან სტიმულებზე რეაგირება ჰქონდათ, მაგრამ ალბათ ვერასდროს გავიგებთ, თუ იმახსოვრებენ და ცნობენ ისინი ხმებს, ან ზოგადად ესმით თუ არა ენა“.

ამის მიუხედავად, კვლევის თანაავტორი რომეინ გალაერი დაჟინებით ამტკიცებს, რომ „ჰოსპისის მედდები და ფიზიოლოგები ამჩნევენ, რომ საყვარელი ადამიანების მიერ ნათქვამი სიტყვები სიკვდილისას პაციენტებს ძალიან ეხმარება, რასაც ეს კვლევაც ადასტურებს“.

mtavari.tv

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close