ვიდეოსაბერძნეთისპორტი

საბერძნეთი: ტრაგედია პატრაში, 6 წლის ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაშია (ვიდეო – ავარიის მომენტი)

წარმოუდგენელი ტრაგედია მოხდა დღეს საბერძნეთის ქალაქ პატრაში, PICK Patras-ის ღონისძიების დროს: დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი კარტინგის ტრასიდან გადავიდა და სერიოზულად დააშავა 6 წლის ბიჭი.

ბავშვს, რომელიც რბოლას უყურებდა, ქალა-ტვინის სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული, იგი რიოში, პატრის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის ბავშვთა განყოფილებაშია მოთავსებული.

კარტინგი პატრაში, გეორგიუს მოედნის რაიონში მიმდინარეობდა. რბოლაში მონაწილე ერთ-ერთმა ავტომობილმა მართვა დაკარგა, ძალიან დიდი სიჩქარით გადავიდა ტრასიდან, ბარიერი გაარღვია და  მასზე დაეცა. სწორედ ამ ადგილას იდგა ბიჭუნა, რომელიც გატაცებით ადევნებდა თვალს რბოლას.

ექიმებმა ბავშვის მამას უთხრეს, რომ ემერტემ (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრამა) არ აჩვენა შიდა ჰემატომა ბავშვის თავზე, რასაც სპეციალისტები დადებით მომენტად მიიჩნევენ, თუმცა რამე კონკრეტული პროგნოზის თქმისგან ამ დროისთვის თავს იკავებენ.

Patris News-თან საუბარში საავადმყოფოს ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების დირექტორმა ანდრეას ილიადისმა თქვა, რომ ბიჭი კრიტიკულ მდგომარეობაშია, იგი მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მართვით სუნთქვაზეა. მისივე განმარტებით, ბავშვს ქალა-ტვინის ძალიან მძიმე ტრავმა აქვს და მომდევო 48 საათი ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის.

ინციდენტიდან მალევე 5 ადამიანი დააკავეს –  PICK Patras-ის ორგანიზატორები, ავტომობილის მძღოლი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. ისინი პატრის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დააპატიმრებენ თუ არა ამ ადამიანებს, ამას პატრის პროკურორი გადაწყვეტს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close