რას არ გაიგებ/ფაქტები

აშშ-ში ადვოკატმა კაცს საკუთარი მკვლელობა შეუკვეთა, რათა მის შვილს სადაზღვევო კომპანიისგან 10 მლნ დოლარი მიეღო

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატში, ცნობილმა ადვოკატმა ალექს მერდომ კაცს საკუთარი მკვლელობა შეუკვეთა, რათა მის ვაჟს მამის სიცოცხლის დაზღვევით გათვალისწინებული 10 მილიონი დოლარი მიეღო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 53 წლის მერდო იურისტების ცნობილი დინასტიის წარმომადგენელია. 4 სექტემბერს გზის პირას იპოვეს, თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი. კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც 2 დღის შემდეგ გაწერეს. მერდომ აღიარა, რომ ინციდენტი მისი ორგანიზებული იყო იმ მიზნით, რომ მის შვილს სადაზღვევო კომპანიისგან კომპენსაცია მიეღო. ამისთვის ის თავის ყოფილ კლიენტს, 61 წლის კერტის ედვარდ სმიტს გაურიგდა, რომელსაც ადვოკატი უნდა მოეკლა, თუმცა გასროლა სასიკვდილო არ აღმოჩნდა.

მერდოკს ეგონა, რომ თავს თუ მოიკლავდა, მისი ვაჟი თანხას ვერ მიიღებდა, თუმცა სადაზღევო კომპანიაში განმარტავენ, რომ შვილი კომპენსაციას ამ შემთხვევაშიც მიიღებდა. ადვოკატი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

ამასთან, ივნისში მერდოს 52 წლის ცოლი მარგარეტი და 22 წლის შვილი პოლი მათ სახლთან ახლოს მოკლულები იპოვეს. მერდო აცხადებს, რომ ცოლ-შვილის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close