fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 20-26 სექტემბერი

20 სექტემბერს მზარდი მთვარის პერიოდია. თუ სამსახურის შეცვლა გსურთ, უმჯობესია ეს ახლავე გააკეთოთ. პროცესი უმტკივნეულო იქნება, უფრო მეტიც, შანსი იმისა, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ უკეთესობისაკენ იქნება მიმართული, მაღალია.

21 სექტემბერს სავსე მთვარეა. მიუხედავად რთული პერიოდისა, ეს დღე შეიძლება ყველაზე წარმატებული იყოს ამ თვეში. მთავარია ყველაფერი სწორად დაგეგმოთ. გააკეთეთ ეს წინდაწინ, რათა საქმეების სია თქვენ თვალწინ იყოს.

22 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ახლა უმჯობესია პარტნიორთან ერთად ან გუნდში იმუშაოთ, თქვენი საქმიანობა ასე უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე მარტო მუშაობისას.

 

ვერძი

ეს კვირა ძალიან  დატვირთული არ იქნება, მაგრამ რამდენიმე აქტუალური საკითხის გადაწყვეტა მაინც მოგიწევთ. წარსულში გაწეული ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩება და ღირსეულად დაჯილდოვდებით. პირად ცხოვრებაში სირთულეებს ვერ ასცდებით. წინ წამოიწევს პრობლემები, რომელთაც დიდი ხანია მომავლისთვის გადასწევდით ხოლმე. სიტუაცია კვირის ბოლოს გამოსწორდება – მაშინ დაისვენებთ.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 25.

 

კურო

ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი შეეცდება დაგარწმუნოთ, რომ არჩეულ გზას გადაუხვიოთ. არავის მოუსმინოთ – წინ იარეთ! მანქანის მართვისას ფრთხილად და ყურადღებით იყავით, რათა თავიდან აიცილოთ საშიში სიტუაციები. ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ უმჯობესია ახლა გაერკვეთ ყველაფერში!  შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 25, 26.

არასასიკეთო დღე: 23.

 

ტყუპი

დროა ყურადღება მიაქციოთ თქვენს საყვარელ ადამიანს. გადადეთ საქმე, აიღეთ შვებულება და დაისვენეთ, დრო ბუნებაში გაატარეთ. კარგი პერიოდია ვარცხნილობის შესაცვლელად, გარდერობის გასაახლებლად, ახლო მეგობრებთან ურთიერთობის გადასახედად. ბოლო დროს სხვების ნათქვამს დიდ ყურადღებას აქცევთ, უმჯობესია შეწყვიტოთ ამის გაკეთება. მიზნის მისაღწევად ტაქტიანი და თავაზიანი იყავით.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 25.

 

კირჩხიბი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი პერიოდი დადგა. მაშინაც კი, როცა ჰორიზონტზე რაიმე პრობლემა გამოჩნდება, ადვილად გაუმკლავდებით. თუ სამსახურით კმაყოფილი არ ხართ, დაიწყეთ ახალი სამსახურის ძებნა. სწორედ ახლა დაგეხმარებიან ვარსკვლავები იდეალური ვარიანტის პოვნაში.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 26.

 

ლომი

იფიქრეთ მეგობრებზე, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. მოიწვიეთ ისინი შეხვედრაზე, ისაუბრეთ. ახლა ეს აუცილებელია როგორც მათთვის, ისე თქვენთვისაც. ხელსაყრელი პერიოდია დაგეგმილი საქმეების დასასრულებლად. შაბათ-კვირას უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ პასიურ დასვენებას; თუ  შესაძლებელია, საშინაო საქმეები შვილებს და მეუღლეს გადააბარეთ. ამ კვირაში შესაძლებელია განწყობის ცვალებადობა.

სასიკეთო დღეები: 25, 26.

არასასიკეთო დღე: 20.

 

ქალწული

ზოგიერთი საკითხის გასარკვევად, რომელიც უახლოეს მომავალში წარმოიშვება, ნათესავებსა და მეგობრებს მიმართეთ. მარტო თქვენ ვერ შეძლებთ გაუმკლავდეთ სირთულეებს. ფრთხილად იყავით მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერისას. შეეცადეთ არ აიღოთ სესხი ბანკიდან  და არც მეგობრებისგან ისესხოთ დიდი თანხები. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლებელია ახალი რომანის დაწყება, ეს არ იქნება მხოლოდ მგზნებარე იმპულსი, ნამდვილი სიყვარული გესტუმრებათ.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 23.

 

სასწორი

ის სასწორი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ბედავდა ურთიერთობა დაესრულებინა, მაინც იძულებული იქნება ეს გააკეთოს. ვისაც ბედნიერი კავშირი აქვს,  ამ პერიოდის განმავლობაში ისინი, უბრალოდ, ისიამოვნებენ ერთმანეთთან ურთიერთობით. სამსახურში შეიძლება მოულოდნელი საქმე გამოგიჩნდეთ და რომც არ გინდოდეთ, მისი გაკეთება მაინც მოგიწევთ. კარგი პერიოდია თქვენი პოტენციალის გამოსავლენად და საკუთარი თავის გამოსაჩენად საზოგადოებრივ საქმიანობაში.

სასიკეთო დღეები: 22, 23.

არასასიკეთო დღე: 25.

 

მორიელი

ეცადეთ, საქმეები სხვა დროისთვის არ გადადოთ, რადგან უახლოეს მომავალში  ჩაერთვებით იმ საქმეებში, რომელთა დასრულების დროც არ გქონდათ. სახლში ოჯახის ერთ-ერთ წევრთან სერიოზული საუბარი გექნებათ. ბოლოს და ბოლოს მოაგვარებთ მტკივნეულ საკითხებს და, თუ  განაწყენებული ხართ ვინმეზე, შეძლებთ აპატიოთ მას. შეეცადეთ ობიექტურად შეხედოთ სამყაროს და ადეკვატურად შეაფასოთ, რა ხდება თუნდაც თქვენს ირგვლივ.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 26.

 

მშვილდოსანი

სანამ გარშემომყოფები ისვენებენ, თქვენთვის ყველაზე ცხელი დრო დგება. ანგარიშები სამსახურში, ოჯახთან ერთად შვებულების დაგეგმვა, მეგობრის დახმარება და ასე შემდეგ – საქმეების ჩამონათვალი უსასრულო იქნება. ეცადეთ ენერგია შეივსოთ თქვენთვის სასურველ ადამიანებთან ურთიერთობით. შაბათ-კვირა ქალაქგარეთ გაატარეთ და შეეცადეთ ისევ საქმეებზე არ იფიქროთ.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 23.

 

თხის რქა

ამ კვირაში ყველაზე მეტად შემოქმედებითად სასიამოვნო საქმეების კეთება ღირს. იყავით აქტიური და გაამდიდრეთ წარმოსახვა, რომ პროცესით ისიამოვნოთ. შესანიშნავი დროა მყუდროებისა და რომანტიკისთვის. მარტოხელა თხის რქა შესაძლოა ეფექტურმა პიროვნებამ დააინტერესოს. თქვენი ცხოვრების თანამგზავრი ის მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ სწორად მოიქცევით. ადვილად ნუ მიიღებთ, მიეცით საშუალება, მოიპოვის თქვენი სიყვარული. ფრთხილად იყავით, შესაძლოა ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 21.

 

მერწყული

გარკვეული პერიოდის განმავლობაში იდარდებთ იმაზე, თუ როგორ ოცნებობთ შვებულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში შეგიძლიათ მხოლოდ იოცნებოთ, საქმეების რაოდენობა დიდად არ შეგაწუხებთ. შესაძლოა გაჩნდეს საზღვარგარეთ წასვლის, მოლაპარაკებების შესაძლებლობა, არ გადადოთ – ეს დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ ახალი პოტენციალი საკუთარ თავში. გაითვალისწინეთ ისიც, რომ შეიძლება თქვენს ახლობლებს ახლა უფრო მეტად დასჭირდეთ თქვენი დახმარება და მორალური მხარდაჭერა, ვიდრე ოდესმე.

სასიკეთო დღეები: 25, 26.

არასასიკეთო დღე: 23.

 

თევზები

ეს პერიოდი ხელსაყრელია სამსახურებრივი საკითხების გადასაჭრელად და პროფესიული განვითარებისთვის. თქვენი აქტიური მუშაობა და მეგობრების დახმარება შესანიშნავ შედეგს მოგიტანთ. რა საქმიანობასაც არ უნდა შეუდგეთ ამ დროს, თქვენს წამოწყებას დიდი წარმატება ელოდება, თუმცა საქმის ტრიუმფალურად დაგვირგვინებისთვის უმჯობესია წინასწარ არ ისაუბროთ მასზე, მეგობრებთანაც კი.

სასიკეთო დღეები: 22, 26.

არასასიკეთო დღე: 25.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close