კრიმინალისაქართველო

შსს-ს ცნობით, ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შსს-ს ცნობით, 8 სექტემბერს ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა მურადაშვილმა განაცხადა.

„აღნიშნულ დანაშაულთან სავარაუდოდ შემხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზები. მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა, მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია, ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაი ბრუკის გარდაცვალების დროს, გადამოწმდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით. კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა, 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დააიწო, რომელიც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close