კრიმინალისაქართველო

შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულის ვინაობა ცნობილია

ვსტრალიელი პედაგოგის, შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულის ვინაობა ცნობილია. ის 33 წლის რაფაელ მურსაკულოვია.

რადიო თავისუფლების ცნობით, ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატი სოფო გოგშელიძე შეხვდა. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მურსაკულოვი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

„იგი დუმილის უფლებას იყენებს, ამიტომ სიღრმუსეულ პასუხებს ვერ გაგცემთ. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია. გადმომეცემა, გავეცნობი სრულყოფილად და მას შემდეგ მექნება საშუალება, დეტალურად ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს“, – განაცხადა ადვოკატმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მურსაკულოვი თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა მამიდასთან ერთად. გამოძიების ფარგლებში მისი სახლიდან ტანსაცმელი და სხვა ნივთები ამოიღეს.

შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე 8 სეტემბერს დააკავა.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, თავის საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც წინა საღამოს შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

ახალგაზრდა ქალს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა. თავდაპირველად საპოლიციო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ამჟამად კი საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რომელიც 7-იდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close