საზოგადოებასაბერძნეთი

ათონის მთაზე, ბერების საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ხანძარი მძვინვარებს

ათონის მთაზე ხანძარი მძვინვარებს, – ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.

ადგილზე გაგზავნილია ავიაცია და 40 სახანძრო ბრიგადა. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

გავრცელებული ცნობით, ხანძარი ბერების საცხოვრებელ სახლებთან ახლოს გაჩნდა. როგორც მაშველები ამბობენ, ხანძრის ადგილთან მისვლა საკმაოდ რთულია, რაც მის ჩაქრობას აფერხებს.

საბერძნეთში აგვისტოს დასაწყისიდან დღემდე ტყეებში 500-მდე ხანძრის კერა გაჩნდა, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

1tv.ge

p. s. მეხანძრეების მცდელობის შედეგად ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე საათში მოხერხდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close