იტალიასაზოგადოება

თვითმფრინავით გვირაბში – იტალიელი პილოტის რეკორდი (ვიდეო)

იტალიელმა პილოტმა დარიო კოსტამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა თვითმფრინავით გვირაბში ფრენით. მან რეკორდულ მანძილზე გაფრენა სტამბოლის რაიონ ჩატალჯას (Çatalca) 2 გვირაბში განახორციელა – T1-სა და T2-ში.

მთლიანობაში ფრენა 43,44 წამს გრძელდებოდა. გაბედული პილოტი მიწიდან ძალიან მცირე მანძილზე აფრინდა (დაახ. 3,28 ფუტზე) და ხოლო გვერდებზე, სპეციალურად ამ შემთხვევისთვის დამზადებული მისი თვითმფრინავის ფრთებიდან გვირაბის კედლებამდე მხოლოდ 4-მეტრიანი დაშორება იყო.

დარიო კოსტამ მთლიანობაში ორივე გვირაბში 1610 მეტრ მანძილზე იფრინა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close