fbpx
ვიდეოარტისტი

ჟან-პოლ ბელმონდო გარდაიცვალა

ფრანგული კინოს გამორჩეული ვარსკვლავი ჟან-პოლ ბელმონდო გარდაიცვალა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მსახიობი ორშაბათს, 6 სექტემბერს პარიზში,საკუთარ სახლში აღესრულა, თავისიანების გარემოცვაში. წლის დასაწყისში იგი ჰოსპიტალიზებული იყო ძლიერი გადაღლის გამო

განსაკუთრებული ქარიზმის მქონე მსახიობს, რომელსაც მეტსახელად  Bébel-ი შეარქვეს, თავისი 50-წლიანი კინოკარიერის განმავლობაში 80 კინოროლი აქვს შესრულებული, « Pierrot le fou »-დან დაწყებული, « L’As des as »-მდე. ბევრი მათგანი დაუვიწყარია.

მსახიობის გადრაცვალებას ტვიტერზე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელმაც დაწერა, რომ ბელმონდოს წასვლით საფრანგეთმა ერთ-ერთი მთავარი კინომსახიობი დაკარგა და რომ მას არავინ დაივიწყებს.

„მშვიდობით, ბელმონდო“ (« Adieu Belmondo »), დაწერეს ვიერვილის პლაჟზე (Villerville, Calvados) მისი სიკვდილის ცნობის გავრცელების შემდეგ. ასე მიაგეს მას პატივი სიმბოლურად – სწორედ აქ 1962 წელს ბელმონდოს იღებდნენ ფილმში „ზამთრის ნიშანი“. იგი  2014 წელს ისევ დაბრუნდა დოკუმენტურ ფილმში გადაღებისთვის.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Le Pays d’Auge (@paysdauge)

ჟან-პოლ ბელმონდომ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს მას საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო – „სეზარი“ გადაეცა მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის სურათში „ბედით განებივრებული“.

2011 წელს კანის კინოფესტივალზე ჟან-პოლ ბელმონდო ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა „კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“.

მსახიობის გარდაცვალებას ტვიტერზე გამოეხმაურა ანტონიო ბანდერასიც.

„დღეს სევდიანი დღეა კულტურისთვის. უდიდესმა მსახიობმა, ფრანგული და ევროპული კინოს ხატებამ, დაგვტოვა. მშვიდად განისვენე, ჟან-პოლ“.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close