თურქეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
თურქეთში საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 6 სექტემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ახალი შეზღუდვები წესდება.
„საქალაქთაშორისო მგზავრობისას, მათ შორის, თვითმფრინავით, ავტობუსით, მატარებლით ან სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მოქალაქე ვალდებულია, აპლიკაციის Hayat Evev Sığar – HES kodu საშუალებით წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული შეზღუდვა არ ვრცელდება კერძო მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო მგზავრობის მსურველ პირებზე.
ამასთან, კინოთეატრებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ასევე სავალდებულო იქნება აპლიკაციის Hayat Evev Sığar – HES kodu საშუალებით სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ზემოხსენებული შეზღუდვები არ ვრცელდება ტურისტებზე.
ამასთან, თურქეთში საქართველოს საელჩო, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, ცხელის ხაზის ნომრებს აქვეყნებს.
ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 0
კომენტარები