fbpx
მოგზაურობამსოფლიოპოლიტიკა

საზღვარგარეთ აცრილებს ისრაელში შესვლისას ვაქცინის დამატებითი დოზის მიღება მოუწევთ

საზღვარგარეთ აცრილებს ისრაელში შესვლისას დამატებითი დოზა ვაქცინის მიღება მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას Jerusalem Post-ი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, საზღვარგარეთ აცრილებს ისევ მოუწევთ 14-დღიანი საკარანტინე პერიოდის გავლა, რომელიც შესაძლოა შვიდ დღემდე შემცირდეს ორი PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე, თუმცა ყველა მათგანს ისრაელში ვაქცინის დამატებითი დოზის მიღება მოუწევს, რის შემდეგაც ისინი „მწვანე საშვის“ მიღებას შეძლებენ. „მწვანე საშვი“ მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.

საქმე ისაა, რომ ისრაელის მთავრობა არ ენდობა სხვა ქვეყნების მიერ გაცემული ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს, ამასთან, ქვეყნის საზღვრები დაკეტილი რჩება მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მოქალაქეებისათვის.

Jerusalem Post-ი წერს, რომ ქვეყანაში შესვლას ამ ეტაპზე უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც ისრაელის მოქალაქის პირველი ხაზის ნათესავად ითვლებიან

bm.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close