fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

წყალდიდობა ესპანეთში – გადაუღებელი წვიმების გამო საფრთხის განგაში გამოცხადდა (ვიდეო)

ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად ესპანეთის ტერიტორიის დიდ ნაწილში საფრთხის „ნარინჯისფერი“ დონე გამოცხადდა. ინფორმაციას მედია ავრცელებს მეტეოროლოგიურ სააგენტო AEMET-ზე დაყრდნობით.

განსაკუთრებით დაზარალდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კატალონიის რეგიონის ზღვისპირა ქალაქი ალკანარი, სადაც მოვარდნილმა წყალმა ოთხშაბათს ქუჩები დაიტბორა. ქალაქში 3 საათის განმავლობაში წლის ნალექების ნორმის ნახევარი მოვიდა. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. ალკანარის მუნიციპალიტეტის 5,5 ათასამდე მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

წუხელ ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტს შორის მატარებლების მოძრაობა შეჩერდა.

ძლიერი წვიმა იყო ესპანეთის ცენტრალურ რეგიონშიც, რამაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხება და საცობები გაამოიწვია.

მოსალოდნელია, რომ წვიმა 2 სექტემბერსაც გაგრძელდება.

AEMET-ის რუკა 2 სექტემბრისთვის

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, გლობალური დათბობის და კლიმატური ცვლილებების გამო ძლიერი წვიმები ესპანეთში კიდევ უფრო გახშირდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close