fbpx
ქართველები უცხოეთშიარტისტი

ქეთი მელუა ევროპის კულტურის ჯილდოს მფლობელი გახდა

ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა და მომღერალმა ქეთი მელუამ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა – ის  ლეგენდარულ ჯგუფ Scorpions-თან ერთად ევროპის კულტურის ჯილდოს მფლობელი გახდა. 

ინფორმაცია თავად ქეთი მელუამ გაავრცელა საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდებზე.

როგორც მომღერალი პოსტში წერს, ამ დღეს მას ანუკი არეშიძის კაბა ეცვა.

დაჯილდოების ცერემონია ბონის ოპერის თეატრში გაიმართა და ის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის 250 წლის იუბილეს მიეძღვნა. სწორედ ამიტომ ჩატარდა ეს მნიშვნელოვანი დაჯილდოება კომპოზიტორის მშობლიურ ქალაქში.

ცნობისათვის, ევროპის კულტურის ჯილდო ყოველწლიურია და ის გამორჩეულ შემოქმედებს  გადაეცემათ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, .

36 წლის მომღერალი სხვა პრესტიჟული ჯილდოების მფლობელიცაა. 2006 წლის 2 ოქტომბერს ქეთი მელუა „გინესის რეკორდების წიგნშიც“ მოხვდა: მან  თავის ბენდთან ერთად ჩრდილოეთის ზღვაში მდგარ გაზის ჭაბურღილზე, 303 მეტრის სიღრმეში, შახტაში ჩაატარა კონცერტი.

2006 წელსვე ქეთი მელუას ალბომი მსოფლიოს  ყველა დროის ყველაზე გაყიდვად 87 ალბომს შორის მოხვდა. მისი სახელი ეწოდა ასტეროიდ 25131-ს, ამსტერდამელმა სელექციონერებმა კი ქეთი მელუას სახელობის ტიტა გამოიყვანეს, რომელსაც Tulipa Katie Melua ჰქვია.

2014 წელს გაზეთმა „სანდი თაიმსმა“ გამოაქვეყნა ბრიტანეთისა და ირლანდიის მდიდარ ადამიანთა ცნობარი – Rich List 2014. უმდიდრეს ადამიანებს შორის მომღერალი ქეთი მელუაც მოხვდა. იგი გაერთიანებული სამეფოს 30 წლამდე 50 უმდიდრეს ახალგაზრდას შორის დასახელდა. იმხანად მომღერლის ქონება 12 მილიონ ფუნტს შეადგენდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close