ხელოვნებაnews

ათწლეულების შემდეგ ჯგუფი ABBA ახალ პროექტს იწყებს

შვედური მუსიკალური ჯგუფი ABBA 39-წლიანი პაუზის შემდეგ ახალ ნამუშევარს გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა ნამუშევარზეა საუბარი.

შვედურმა ჯგუფმა ვებგვერდი ABBA VOYAGE აამოქმედა, სადაც ხალხს ინფორმაციის მისაღებად შეუძლია დარეგისტრირდეს.

არსებული ინფორმაციით, 2 სექტემბერს ABBA VOYAGE-ის ვებგვერდზე პირდაპირი ჩართვა იქნება.

2018 წელს ჯგუფის 4-მა წევრმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ახალი ნამუშევრების გამოშვებას გეგმავდნენ, მაგრამ სიმღერის პრემიერა დიდი ხნით გადაიდო.

მუსიკალური ჯგუფი ცნობილია ისეთი სიმღერებით, როგორიცაა: Mamma Mia, Dancing Queen და Take A Chance On Me. ABBA-ს ბოლო სტუდიური ალბომი 1982 წელს გამოვიდა.

imedinews.ge

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close