fbpx
ისტორიაქართველები უცხოეთში

ვინ არიან ავღანელი გურჯები, რომლებიც თავს ქართველი მეფის შთამომავლებს უწოდებენ და ვისიც თალიბებსაც ეშინიათ

სოციალური ქსელის მომხმარებელი ზიზი ტატიშვილი პოსტს აქვეყნებს, სადაც ავღანეთში მდებარე ერთ-ერთ სოფელზე საუბრობს. როგორც ტატიშვილი ამბობს, ეს სოფელი ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს, მისი მცხოვრებლები საკუთარ თავს გურჯებს უწოდებენ და ქართველი მეფის, გიორგი მე-11-ის შთამომავლებად მიიჩნევენ.

მისი თქმით, ეს „გურჯები“ დარჩენილნი არიან ავღანეთში ქართველების ლაშქრობის შემდეგ და მათი წინაპართა გვარებია როსტომაშვილები, ყიფიანები, გურასაშვილები, დაღუნდარიძეები და კარგაძეები.

ტატიშვილი „გურჯების“ წარმომავლობის ისტორიას იხსენებს და დასძენს, რომ მათი ავღანელებს და თვით თალიბებსაც კი ეშინიათ.

„ავღანეთის სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში დღემდე არსებობს სოფელი, რომლის მცხოვრებლებიც საკუთარ თავს გურჯებს უწოდებენ. სოფელი მდებარეობს მთებში და მეტად განცალკევებულია სხვა სოფლებისგან. ეს საკმაოდ დიდი სოფელია, რომლის მცხოვრებნიც თავს მიიჩნევენ ავღანეთის გამგებლის, ქართველი მეფის, გიორგი მე-11-ის შთამომავლებად.

1703 წელს, შაჰ ჰუსეინის ბრძანებით, მეფე გიორგი ქართველთა და სპარსთა 24- ათასიანი ლაშქრით ავღანეთში შეიჭრა. მან დაამარცხა აჯანყებული ავღანელები, შეიპყრო მათი ბელადი და შაჰის კარზე გაგზავნა ისპაჰანში. დატყვევებულ მირვეისთან ერთად 20-ათასიანი ლაშქარიც გააგზავნა უკან, თავისთან კი მხოლოდ ქართველთა მცირერიცხოვანი ჯარი დაიტოვა. მოგვიანებით გიორგი მოუწამლავთ და მისი მოლაშქრეების დიდი ნაწილი აქვე დარჩენილა.

ამბობენ, რომ მთელ ავღანეთში რამდენიმე ასეთი სოფელია. როდესაც ამერიკელები და ავღანელები ჰყვებოდნენ ამ „გურჯების“ შესახებ, დასძენდნენ, რომ ესენი არიან ყველაზე სასტიკი ადამიანები და რომ დღემდე ეშინიათ მათი. ჰყვებიან, რომ თვით თალიბები ვერ რისკავენ მათ სოფლებში შესვლას დახმარების სათხოვნელად. ამერიკელებიც მოკრძალებულად უვლიან გვერდს, რათა არ დაარღვიონ მათი „ნეიტრალიტეტი“. პუშტუნელ ავღანელებს ჰქონიათ გამოთქმა: თუ ხიდზე პირისპირ შეეჩეხები გურჯს, გირჩევნია გადახტე ხიდიდან…

ეს გურჯები ლაპარაკობენ პუშტუზე, მაგრამ გარეგნობით შესამჩნევად გამოირჩევიან ადგილობრივებისგან, ისინი თეთრი პირისახისანი არიან და ცისფერი თვალები აქვთ. თავს გურჯებად მოიაზრებენ, დარჩენილნი არიან ავღანეთში ქართველების ლაშქრობის შემდეგ და რომ მათ წინაპართა გვარებია როსტომაშვილები, ყიფიანები, გურასაშვილები, დაღუნდარიძეები და კარგაძეები…

მიუხედავად განვლილი საუკუნეებისა, გარეგნული განსხვავება აშკარად თვალში საცემია. რაც მთავარია, მათ დარჩათ ისტორიული მეხსიერება და მეომრული სული, შემორჩენილი გიორგი მეფის ნარჩევი ვაჟკაცებისგან. აი, ასეთია ეს ისტორია“, – წერს ზიზი ტატიშვილი.

geotimes.com.ge

ავღანელ მეომართა შორის როგორ მოიკიდა ფეხი გამოთქმამ: „ავღანელები სპარსელებთან შედარებით ლომები ვართ, სპარსელები კი ჩვენთან შედარებით ცხვრები. ხოლო ქართველებთან ცხვრები ვართ, ქართველები კი ლომები არიან ჩვენთან შედარებით“ და რა გვიამბობს ისტორია ავღანეთის ქართველი მბრძანებელის, გიორგი მე-11-ის შესახებ, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: amerikiskhma.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close