მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

მღვდელმა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის გამეორება სცადა – მან მიმდევრებს თავი ცოცხლად დაამარხვინა

ზამბიაში მღვდელმა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის გამეორება სცადა და დაიღუპა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 22 წლის ჯეიმს საკარამ თავის მიმდევრებს საკუთარი თავი ცოცხლად დაამარხვინა. ის მრევლს არწმუნებდა, რომ სამი დღის შემდეგ გაცოცხლდებოდა. მის თხოვნას სამი კაცი გამოეხმაურა. ისინი მღვდელს საფლავის გათხრაში დაეხმარნენ, ხელები შეუკრეს და დამარხეს.

სამი დღის შემდეგ მათ საფლავი გათხარეს და საკარას ცხედარი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი მათგანი პოლიციას ჩაბარდა, დანარჩენებს კი პოლიცია ამ დრომდე ეძებს. მედიის ცნობით, ჯეიმს საკარას ორსული ცოლი დარჩა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close