ეკონომიკაიტალიასაზოგადოება

დასახელდა იტალიაში საცხოვრებლად საუკეთესო ადგილები 2021 წელს

ბარი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია

იტალიაში 2021 წელს საცხოვრებლად საუკეთესო ადგილების რეიტინგი პორტალმა Nomad List-მა შეადგინა.

რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა ბევრი ფაქტორი გაითვალისწინეს, მათ შორის, ცხოვრების ღირებულება, სამედიცინო მომსახურება, ამინდის პირობები, უსაფრთხოება, ოჯახური ცხოვრება და სხვა მაჩვენებლები.

იტალიაში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები, ტოპ-8:

  1. ფლორენცია
  2. ბოლონია
  3. პადუა
  4. პალერმო
  5. ბარი
  6. გენუა
  7. პიზა
  8. ტრენტო

საკვანძო ფაქტები:

  • ფლორენციამ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა ცხოვრების მაღალი ხარისხისა და შრომითი მოწყობის გაცილებით დიდი შესაძლებლობების გამო სხვა რეგიონებთან შედარებით;
  • ყველაზე იაფ ქალაქებად მიგრანტებისთვის მიჩნეულია ბარი და პალერმო. ბარი იტალიაში ცხოვრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილადაც დასახელდა;
  • გენუა, პიზა, ტრენტო – ეს ქალაქები ყველაზე ხელსაყრელი ადგილებია ოჯახური დასვენებისთვის და ცნობილია უამრავი სკოლითა და საბავშვო ღონისძიებით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close