ნატო გელაშვილის ვაჟმა საცოლეს ხელი იახტაზე სთხოვა (ვიდეო)
ცნობილი კომპოზიტორი ნატო გელაშვილი მალე დედამთილი გახდება. მისმა უფროსმა ვაჟმა გიორგი ჭოხონელიძემ თურქეთში მოგზაურობისას ანეტა ნიკურაძეს ხელი იახტაზე სთხოვა.
გახარებულმა დედამ გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ სთხოვს მისი ვაჟი საცოლეს ხელსრომანტიკულ გარემოში, იახტაზე, ძმისა და მეგობრების გარემოცვაში.
როგორც აღმოჩნდა, შვილის გადაწყვეტილება ნატოსთვის სიურპრიზი იყო. მან „სთორიზე“ ატვირთული ვიდეოებიდან შეიტყო საკუთარი ვაჟის დაოჯახების ამბავი. ნატო გელაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ უბედნიერესი დილა გაუთენდა, რადგან მზის ამოსვლას შვილებთან ერთად „ნამატით“ შეხვდა.
„მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში მკითხეს, ვისთან ერთად შეხვდებოდით მზის ამოსვლასო???? მაშინ ვუპასუხე: ჩემს შვილებთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც ჩვენნაირად სუნთქავს, ჩემი ოჯახის კარი ღიაა მისთვის მუდამ-თქო… ჰოდა, უბედნიერესი და ულამაზესი დილა მშვიდობისაოო… ამ დილით მზის ამოსვლას ჩემს შვილებთან ერთად ნამატით შევხვდი… ჩემს გოგოსთან და ჩემს ორ ბიჭთან ერთად…
გილოცავთ, ჩემო უსაყვარლესებოოო, ჩემო ნაწილნო, ჩემო დილის გათენებავ, გოგო-ბიჭებო…
გიო&ანეტა, ბედნიერება იყოს თქვენი ცხოვრების სავალი გზის ზურგის ქარი, მიყვარხართ…“
წყვილი უკვე ერთი წელია, რაც ერთმანეთს ხვდება. ანეტა პიანისტია, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია აქვს დამთავრებული, გიორგი ჭოხონელიძე კი საქართველოს ეროვნული ბანკში მუშაობს.
მოამზადა ნუცა ყაველაშვილმა
კომენტარები