fbpx
ეკონომიკასაქართველო

სად და რა ფასად ყიდულობს საქართველო ვაქცინებს

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული იანვარ-ივლისის საგარეო ვაჭრობის წინასწარი შედეგებით, 10 უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებს შორის ყველაზე მეტად – 221.5%-ით ვაქცინების, სისხლისა და იმუნური პროდუქტების იმპორტი გაიზარდა. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ქვეყნიდან ამ ჯგუფის პროდუქტების შესაძენად ჯამში 61.9 მლნ დოლარი გავიდა.

BM.GE დაინტერესდა, რომელ ქვეყნებში რა მოცულობის ვაქცინები იყიდა საქართველომ მიმდინარე წელს. ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ ადამიანებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა დანიშნულების ვაქცინების შესაძენად ქვეყნიდან 39.9 მლნ დოლარი გავიდა, რაც 2020 წლის 7 თვის მაჩვენებელს 1328.9%-ით აღემატება (2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2.8 მლნ დოლარი ღირებულების ვაქცინა შემოვიდა).

უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების 10-ეული კი ასე გამოიყურება:

1. ჩინეთი – 24.2 მლნ დოლარი;
2. აშშ – 6 მლნ დოლარი;
3. ბელგია – 3.7 მლნ დოლარი;
4. საფრანგეთი – 2.3 მლნ დოლარი;
5. ჰონგ კონგი – 2 მლნ დოლარი;
6. ნიდერლანდები – 688.1 ათასი დოლარი;
7. ინდოეთი – 546 ათასი დოლარი;
8. დანია – 182.7 ათასი დოლარი;
9. ლიეტუვა – 91.5 ათასი დოლარი;
10. ლატვია – 50.1 ათასი დოლარი.

მცირე რაოდენობებით სხვადასხვა ტიპის ვაქცინები საქართველოში უნგრეთიდან, თურქეთიდან, ბულგარეთიდან, კორეიდან და უმნიშვნელო მოცულობით სომხეთიდან და რუსეთიდან შემოვიდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close