კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთში ქართველი ქალი მოკლეს – საზარელ შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს (ვიდეო)

ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთში, თესალონიკში 55 წლის ქართველი ქალი მოკლეს. მკვლელობა ქალის საცხოვრებელ ბინაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი მისმა პარტნიორმა, ასევე ქართველმა კაცმა მოკლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მეზობლებს ქალის ყვირილის ხმა შემოესმათ, რომელიც კაცს ეხვეწებოდა, არ მოეკლა.

გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნება მკვრივი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა. საზარელ შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს – მათ დაინახეს ქართველი კაცი, რომელიც ბინიდან სისხლიანი ხელებით გამოვიდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი ალკოჰოლდამოკიდებულია და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალის სახლიდან ყვირილის და ჩხუბის ხმა გამოდიოდა.

ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close